საქართველო-ტონგა 23:20 - "ბორჯღალოსნების" მორიგი გამარჯვება მძიმე ბრძოლაში

საქართველო-ტონგა 23:20 - "ბორჯღალოსნების" მორიგი გამარჯვება მძიმე ბრძოლაში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანეთის ტურნეში მეორე ტესტ-მატჩი ფიჯიზე, ტონგას ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 23:20 გაიმარჯვა.

იხილეთ ვიდეო

მატჩის პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით 13:10 დასრულდა - ჩვენგან ლელო დავით კაჭარავამ დადო, გარდასხვა და საჯარიმო კი ზუსტად კი მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა.

მეორე ტაიმში ტონგელებმა შეძლეს სხვაობის გაბათილება და ანგარიშში დაწინაურებაც. განსაკუთრებით დრამატული ბოლო წუთები გამოდგა, რომელიც მთლიანად ქართველი მორაგბეების შეტევაში წარიმართა. ტონგა ანგარიშში ოთხქულიან უპირატესობას (20:16) ფლობდა და თავს იცავდა, მაგრამ "ბორჯღალოსნებმა" თავისას მაინც მიაღწიეს - ბოლო წამებზე კაჭარავამ მეორე

ლელო მიითვალა, ლაშა მალაღურაძემ კი გარდასახა - 23:20

აღსანიშნავია, რომ ისტორიაში საქართველოს და ტონგას ნაკრებები ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდნენ. ბოლო ორ შეხვედრაში გამარჯვება "ბორჯღალოსნებს" დარჩათ.

შეგახსენებთ, რომ ოკეანეთის ტურნეში პირველი შეხვედრა "ბორჯღალოსნებმა" სტუმრად სამოასთან ფრედ 19:19 დაასრულეს, ივნისის ტესტებზე ბოლო მატჩს კი 24 ივნისს, მასპინძელ ფიჯისთან გამართავენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი