ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს ფართომასშტაბიანი წვრთნები გააკრიტიკა

ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს ფართომასშტაბიანი წვრთნები გააკრიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს ფართომასშტაბიანი წვრთნები გააკრიტიკა.

გერმანიის პირველი დიპლომატის განმარტებით, წვრთნები, რომელიც მიმდინარე თვეში დაიწყო, პროდუქტიული არ არის, არც რეგიონის უსაფრთხოების მეტად გაზრდა შეუძლია და მხოლოდ რუსეთთან ვითარების გამწვავებას გამოიწვევს.

შტაინმაიერმა ნატო-ს სამხედრო ალიანსს წვრთნების რუსეთთან მოლაპარაკებით, დიალოგითა და ურთიერთთანამშრომლობით ჩანაცვლება სთხოვა.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო სწავლებაში შეიარაღებული ძალების 31 ათასი წარმომადგენელია ჩართული, მათ შორის 14 ათასი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 12 ათასი - პოლონეთიდან და ათასი გაერთიანებული სამეფოდან.

"ის, რაც ახლა არ უნდა გავაკეთოთ, ეს რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებაა. მცდარია წარმოდგენა, თითქოს აღმოსავლეთ ევროპაში ტანკებისა და სხვა სამხედრო შეიარაღების აღლუმი რეგიონის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ჩვენ მივიღეთ მკაფიო რჩევა, არ წავიდეთ კონფრონტაციაზე", - განაცხადა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

წვრთნები მომავალი აგრესიისთვის სათანადო პასუხის გასაცემად ნატო-ს სამხედრო მზაობის შესამოწმებლად 2 წელიწადში ერთხელ ეწყობა. თუმცა კრემლის განცხადებით, მის საზღვართან ახლოს მყოფი ნატო-ს შეიარაღებული ძალები ქვეყნის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი