სკანდალი გრძელდება -"შეუძლებელია, ჩემი კატეგორიის ქალი, შენს ნაბოდვარზე გაღიზიანდეს"

სკანდალი გრძელდება -"შეუძლებელია, ჩემი კატეგორიის ქალი, შენს ნაბოდვარზე გაღიზიანდეს"

''ძვირფასო ხატია, ქმარს თუ თავისუფლებას მისცემ "უცხოეთში" იგივეს უფლება მიეცი შენს თავს. სუსტი ყოფაქცევის ადამიანი არ არსებობს. ადამიანი საკუთარ არჩევანში თავისუფალია და ამას ნებისყოფასთან კავშირი არ აქვს. მორალისტებს ვგმობ მე, ე.წ. ბოზებს კი არა.

დედამთილს უთხარი ნუ მაბრალებს რაღაცებს'', ასე

უპასუხა ნინია კაკაბაძემ ხატია სიჭინავას, რომელმაც "პროფილში" დედამთილთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.

მოგვიანებით ხატიამ ფეისბუქზე ნინიას ეს კომენტარი გაიზიარა და შემდეგი სტატუსი დაწერა.

"საყვარელო ნინია, ჩემთვის ზოგადად საერთოდ არ არის საინტერესო შენი მსოფლმხედველობა არც შენნაირების. არა ბოზების კი არა, ზოგადად იმ პიროვნების სხვისი ოჯახის ქექვა, რომ აინტერესებს რატომღაც მგონია, რომ არასოდეს განგიცდია რა არის პირადი ბედნიერება და ეს იმდენად ამოუცნობი ფენომენია შენთვის, არა მგონია ჩვენი ურთიერთობა სწორად აღიქვა! ამიტომ შეუძლებელია, ჩემი კატეგორიის ქალი, შენს ნაბოდვარზე გაღიზიანდეს. ჩემთვის მთავარი ჩემი ოჯახია და შენ ღირებულებებს სხვა ამბებში ეძებ, ასე რომ... ბოდიში, კომენტარს ვერ გიწერ და აქ მოგწერე.

გისურვებ ბედნიერი იყო და ბოლოსდაბოლოს მიხვდე, რა არის ნამდვილად ღირებული ამ ცხოვრებაში. პატივისცემით ხატია.

პ.ს სილამაზის კონკურსზე სიამოვნებით გავიდოდი შენთან ერთად. თორემ ვატყობ, შენს მეგობრებს აწუხებთ ჩემი გარეგნობა".

წაიკითხეთ სრულად: ნინია კაკაბაძე ხატია სიჭინავას პასუხობს - ''დედამთილს უთხარი, ნუ მაბრალებს რაღაცებს''