რა ხდებოდა კლუბ "ბასიანთან", სადაც გიორგი გაბედავა და მხარდამჭერები მივიდნენ

რა ხდებოდა კლუბ "ბასიანთან",  სადაც გიორგი გაბედავა და მხარდამჭერები მივიდნენ

უფლებადამცველი გიორგი გაბედავა დინამო სტადიონთან მდებარე კლუბ "ბასიანთან" მივიდა. როგორც მან აღნიშნა, "აღნიშნულ ადგილას გეი-ფართის მოწყობა" იგეგმებოდა.

დღეს, 21.00 საათზე ადგილზე მისვლამდე გაბედავამ "ფეისბუქის"  პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თანამოაზრეებს მოუწოდა კლუბ "ბასიანთან" მისულიყვნენ.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია. დინამო სტადიონთან, კლუბ "ბასიანის" წინ სპეციალური რკინის ჯებირები იყო გაკეთებული. გაბედავას მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებსა და კლუბში შემსვლელ პირებს შორის შელაპარაკებას ადგილი არ ჰქონია.

გიორგი გაბედავას თქმით, კლუბში შეკრებას ლგბტ საზოგადოება აპირებს.

"ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ გარეთ არ გაგრძელდეს უმსგავსობა და გარყვნილების პროპაგანდა არ იყოს. შიგნით შესვლას არ ვაპირებთ. დარბევას, ჩხუბსა და გინებას არ ვაპირებთ. ვიქნებით გარეთ. დავაფიქსირებთ ვინ შედის, მე ვიღებ ჩემს თავზე, რომ არანაირი დაპირისპირება არ მოხდება. შიგნით "ლგბტ საქართველოს" დირექტორი აწყობს ამ ღონისძიებას. ელიტური ადამიანებიც შეიძლება მოვიდნენ - ის ადამიანები, რომლებიც ტელევიზიით გვარიგებენ ჭკუას და მორალს გვიკითხავენ. რამდენიმე პირია დარეგისტრირებული", - ამბობს გაბედავა, თუმცა კონკრეტული პირების ვინაობა არ დაასახელა.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი