"ჯერ კიდევ გონზე მყოფი იხვეწებოდა თურმე, - გადამარჩინეთო..." - 18 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალები

"ჯერ კიდევ გონზე მყოფი იხვეწებოდა თურმე, - გადამარჩინეთო..." - 18 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალები

რამდენიმე დღის წინ მკვლელობა მოხდა ყვარლის რაიონის სოფელ ალმატში, სადაც 18 წლის დათო კიკნაძე თანატოლმა ცივი იარაღით მოკლა. გარდაცვლილი ბიჭი სოფელ ენისელიდან იყო და ალმატში მამიდასთან სტუმრად იმყოფებოდა.

ბიჭს ჭრილობა გულმკერდის არეში დანით მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცახადებით, დანაშაულში ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"დათო მამიდასთან ხშირად მოდიოდა. ძალიან უბრალო, მხიარული და მეგობრული ბიჭი იყო. ის და ეჭვმიტანილი თანასოფლელები იყვნენ და ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ზუსტად არავინ იცის. როგორც ბიჭებმა თქვეს, მკვლელობამდე, რამდენიმე დღით ადრე უნახავთ ერთმანეთი და შელაპარაკება მოსვლიათ..." - ამბობენ ჩვენთან საუბარში ყვარლის რაიონის სოფელ ალმატის მცხოვრებლები.

ცნობილია, რომ დაჭრილი გამგებლის წარმომადგენელმა გოდერძი ჭიტაშვილმა წაიყვანა საავადმყოფოში,"ალმატში ვიყავი მაგ დროს და ჩემი მანქანით წავიყვანე დაჭრილი საავადმყოფოში, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. დანით იყო დაჭრილი. მიზეზი ნამდვილად არ ვიცით. მამიდაშვილმაც იცნო, ვინც გაიყვანა სახლიდან, მისი თანასოფლელი", - განუცხადა მან კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

გიო, სოფელ ალმატის მცხოვრები:

- დათო, ლამის აქ გაიზარდა, ჩვენს გვერდით, მამიდასთან ხშირად მოდიოდა და მას ყველა პატარობიდან იცნობდა... სტუმარი არც კი ერქვა, ვერ წარმომიდგენია ისეთი რა უნდა ჩაედინა, რომ სასიკვდილოდ გაემეტებინათ. თქვეს, რომ რამდენიმე ჭრილობა აქვს დანით გულ-მკერდში მიყენებულიო. შელაპარაკება უახლოეს მეგობართანაც შეიძლება მოგივიდეს, მაგრამ სიკვდილისთვის როგორ უნდა გაიმეტო ადამიანი.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი