"ვარ ცხრა თვის, მირეკავს უცხო ადამიანი და მეუბნება, რომ კოტე ცოცხალია..." - რატომ ვერ შოულობს განო მელითაური სამსახურს

"ვარ ცხრა თვის, მირეკავს უცხო ადამიანი და მეუბნება, რომ კოტე ცოცხალია..." - რატომ ვერ შოულობს განო მელითაური სამსახურს

1 წელი და სამი თვე გავიდა კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან. მსახიობის ქვრივი სამ შვილს ზრდის. მძიმე პერიოდის შემდეგ, განო მელითაური კიდევ ერთ პრობლემას შეეჯახა: განათლებისა და გამოცდილების მიუხედავად შესაბამის სამსახურს ვერ პოულობს. ბევრისგან მიიღო უარი, რის მიზეზადაც გადატანილი ტრაგედია და სამი შვილის დედობა დაუსახელეს...

გადატანილ მძიმე პერიოდზე და სამომავლო გეგმებზე, განო ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"წარმოიდგინეთ სურათი: ვარ ექვსი, შვიდი, რვა თუ ცხრა თვის მუცლით, აბსოლუტურ კოშმარში, როცა მირეკავს უცხო ადამიანი და მეუბნება, რომ კოტე ცოცხალია. თავიდან, როცა ეს პირველად ხდებოდა, ძალიან გულახდილად გეტყვი, მიამიტურად და ბავშვურად ვიწყებდი კვლევას - ვაიმე, მართლა ხომ არ არის შესაძლებელი, რომ კოტე ცოცხალი იყოს-მეთქი და ილუზიებში ვიყავი. თუმცა მალევე ვხვდებოდი, რომ ეს აბსურდი იყო და ემოციურად უარეს მდგომარეობაში ვვარდებოდი. ბოლოს ისეთი ზარი იყო, რომ ხმამაღლა თქმაც არ მინდა. რამდენჯერმე "ონლაინ-კრედიტიდანაც" დამირეკეს, - რატომ გვიმალავ კოტეს, გინდა თუ არა, დაგვალაპარაკეო. ახლა ნელ-ნელა იმუნიტეტს ვიმუშავებ, იმიტომ, რომ სხვა გზა არ მაქვს..." - ამბობს განო ინტერვიუში.

"ყველაფერი მქონდა და სამომავლოდ გეგმებს ვაწყობდით, მაგრამ ყველაფერი თავზე ჩამომემხო. ახლა ვცდილობ, ახალი ცხოვრება დავიწყო, ამიტომაც ჩავაბარე მაგისტრატურაში, იმ პროფესიით, რომელშიც უკვე რვა წელია ვმუშაობ. მინდა ყველას გავაგებინო, რომ ცოცხალი ვარ, ასევე აქტიურად ვცხოვრობ და ისევ ისე კარგად შემიძლია ჩემი საქმის კეთება. როცა ეს ტრაგედია მოხდა, მე ყველა სამსახურიდან წამოვედი, მერე ტელეკომპანია "იმედიდან" მქონდა შემოთავაზება, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან იმ პერიოდში ცხრა თვის მუცლით ვიყავი. ახლა ცხოვრებაში მაქვს ეტაპი, როცა თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ვარ, რომ დავიწყო ნორმალური სამსახური, მაგრამ სამწუხაროდ, ცოტა ცუდი ტენდენცია დავინახე. რამდენიმე კომპანიამ ძალიან გახსნილად მითხრა: შენ გლოვობ, ქმარი გარდაგეცვალა, ასეთი ისტორია გადაგხდა, გყავს სამი შვილი, პატარა ახლახან გაგიჩნდა და ალბათ, ჯერ არა ხარ მზად, რომ სამსახური დაიწყოო. კომპანიები, რომლებიც წელიწად-ნახევრის წინ ჩემს გადაბირებას ცდილობდნენ, ახლა ამ მიზეზებს მისახელებენ, რამაც ცოტა დამთრგუნა. დღეს ძალიან აქტიურად ვეძებ სამსახურს და ძალიან მინდა, რომ უახლოეს მომავალში რამე გამოჩნდეს, თორემ, ძალიან მალე აღმოვჩნდები რეალური პრობლემების წინაშე..."

ქეთი კაპანაძე

ჟურნალი "თბილისელები"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი