არსებობს კარტელური გარიგებები, მონოპოლიები და კურატორები, რომლებიც ბიზნესებს განაგებენ - დემურ გიორხელიძე

არსებობს კარტელური გარიგებები, მონოპოლიები და კურატორები, რომლებიც ბიზნესებს განაგებენ - დემურ გიორხელიძე

არსებობს კარტელური გარიგებები, მონოპოლიები და კურატორები სფეროებში, რომლებიც ფაქტობრივად განაგებენ ბიზნესის ამ სფეროებს და არ აინტერესებთ არც კონსტიტუცია და არც სახელმწიფო სტრუქტურები, - ეს განცხადება ეკონომისტმა დემურ გიორხელიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" გააკეთა. მისი აზრით, ამ სიტუაციას პოლიტიკური ნების სისუსტე განაპირობებს.

კონკურენციის საგენტო ხელმძღვანელს მე შევხვდი მისი თხოვნით. შესანიშნავი პიროვნებაა. სწორი სეხედულებები აქვს, მაგრამ ... არის პრობლემა. სახელმწიფოს ასეთ სტრუქტურას უნდა ჰქონდეს ბერკეტი ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინოს სასამართლოზე, დაშალოს ეს კარტელური გარიგებები , თუნდაც სიტყვიერი შეთანხმებები... არსებობს კურატორები სფეროებში, რომლებიც ფაქტობრივად განაგებენ მთელ სფეროებს და მათ არ აინტერესებთ სახელმწიფო სტრუქტურა. -რა არის, რა ფუნქცია აქვს, კონსტიტუციაში რა წერია .. ეს არაფერი არ აინტერესებთ, ბიზნესებს განაგებენ კურატორები.

მე არ მჩვევია მოტყუება. უდიდესი პატივისცემით ვსაუბრობ ყველას მიმართ, მაგრამ ეს არის ჩამოყალიბებული თამაშის წესები რომელიც ქვეყანას არ აძლევს განვითარების სასუალებას.

ოფიციალურმა პიროვნებამ თქვა ძალიან კატასტროფული რამ, რაზეც ცვენ გავყვირივართ: მცირე და საშუალო ბიზნესი სულს ღაფავს...

მცირე და საშუალო ბიზნესი მთელს მსოფლიოში არის დამსაქმებელი . მსოფლიო სტატისტიკით 10 სამუშაო ადგილიდან 8 ადგილი იქმნება მცირე და საშუალო ბიზნესში.

სამუშაო არ გაქვს. ტოტალური უმუშევრობაა. მილიონნახევარი კაცი გასულია ქვეყნიდან და მკვდარია სფერო მონოპოლიებისგან და კურატორებისგან...

ეს არის პრობლემები, რომელიც წყდება უხისტესი ნაბიჯებით, როდესაც ყველა არაფორმალური კურატორი ჩამოცილებული იქნება. საჭიროა პოლიტიკური ნება. პოლიტიკური ნების სისუსტე განაპირობებს ამ სიტუაციას.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი