რუსთაველი მოსწავლეების მოწამვლის ფაქტს სურსათის ეროვნული სააგენტო სწავლობს

რუსთაველი მოსწავლეების მოწამვლის ფაქტს სურსათის ეროვნული სააგენტო სწავლობს

დეზინტერიის დიაგნოზით რუსთავის საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საავადმყოფოში მოათავსეს. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში გადაყვანილ 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნაწლავური ინფექციის დიაგნოზი დაუდგინდათ. როგორც გაირკვა, სკოლის კურსდამთავრებულებს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ბანკეტი ჰქონდათ და სწორედ სუფრაზე მირთმეული საკვებით მოზარდები დეზინტერიით დაავადდნენ.

ექიმის განმარტებით, "ყველა ერთად იმყოფებოდა რესტორანში, სადაც მიიღეს მრავალფეროვანი საკვები. ძირითადად პაციენტები შემოდიოდნენ მაღალი ტემპერატურით, მუცლის ტკივილით და გახშირებული ნაწლავთა მოქმედებით, თითქმის ყველას მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, მძიმე შემთხვევა არ გვქონია", - აღნიშნა ჟურნალისტთან საუბარში ინფექციური განყოფილების უფროსმა.

სკოლის 10 კურსდამთავრებული ამ დრომდე რჩება რუსთავის რეფერალულ საავადმყოფოში. როგორც AMBEBI.GE-ს ერთ-ერთმა მოსწავლემ განუცხადა, მათ ბანკეტი თბილისში, რესტორან "ბერმუხაში" გადაიხადეს. AMBEBI.GE რესტორან "ბერმუხას" დირექტორს, გიორგი ბარათელს დაუკავშირდა, რომელიც კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბავშვები რესტორნის საკვებით მოიწამლნენ.

"ჩვენთანაც და სხვა ყველა შესაძლო ობიექტზე მოხდა შემოწმება, სადაც შესაძლოა ბავშვები ნაწლავური ინფექციით დაავადებულიყვნენ. მოგეხსენებათ, როგორ მუშაობს რუსთავის წყალმომარაგება და შესაძლოა, წყლით მოიწამლნენ ბავშვები. კატეგორიულად გამოვრიცხავ მათ მოწამვლას ჩვენი საკვებით", - განგვიმარტა ბარათელმა.

მომხდარს უკვე სწავლობს სურსათის ეროვნული სააგენტო. "ჩვენმა სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა ფაქტზე რეაგირება, აღებულია ნიმუშები და დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, ამის შემდეგ მივიღებთ შესაბამის ზომებს" - აცხადებენ სააგენტოს პრესსამსახურში.

მომხმარებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ექსპერტი მადონა კოიძე ამბობს, რომ თუ ლაბორატორიულად დადასტურდა რესტორანში მოწამვლის ფაქტი, კვების ოფიექტს სანქციები დაუწესდება:

"მაქვს ინფორმაცია ამის თაობაზე, სურსათის ეროვნული სააგენტო ეფექტურად მუშაობს და დროულად მოახდინა ამ ფაქტზეც რეაგირება. ახლა ლაბორატორიული სინჯები ტარდება და შემდეგ გახდება ცნობილი, რამ გამოიწვია დაინფიცირება. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ ბავშვები რესტორანში მიღებული საკვებით მოიწამლნენ და კრიტიკული დარღვევები გამოვლინდა, სპეციალური სანქციები დაწესდება და ხარვეზების აღმოფხვრამდე რესტორანს შეუჩერდება საქმიანობა", - აღნიშნა კოიძემ საუბარში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი