კოღოს ნაკბენი, მოგეხსენებათ, შემაწუხებელ ქავილს იწვევს. ძალიან რთულია ძლიერი ქავილის შეკავება, მით უმეტეს, ბავშვს ვერ ავუკრძალავთ, რომ ნაკბენი არ მოიფხანოს. თუმცა ქავილის შემსუბუქება შესაძლებელია.
ცნობილია, რომ მხოლოდ მდედრი კოღო იკბინება. ნაკბენამდე იგი კანზე რაღაც, გაუტკივარების მაგვარ სითხეს ასხურებს. ამიტომაც ვერ ვგრძნობთ კბენის მომენტს და მხოლოდ შედეგს: სიწითლეს, შესივებას, გაღიზიანებასა და ქავილს შევიგრძნობთ.
თუ ნაკბენს მაშინვე არ მოიფხანთ, მწერის მიერ შესხურებული სითხე ცოტა ხანში (15-20 წუთი) გაიწოვება და მსუბუქი სიწითლე დარჩება. მაგრამ როგორ ავუხსნათ ბავშვს, რომ ნაკბენი არ მოიფხანოს? შეიძლება დიდებსაც გაგვიჭირდეს თავის შეკავება. ამიტომ რამდენიმე ხერხს გთავაზობთ, თუ როგორ შევიჩეროთ ქავილი.
თუ ნაკბენი უმნიშვნელოა, ქავილს დაიამებთ ცივი საგნით განაგრძეთ კითხვა