ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქ. თბილისის #12 საპყრობილეს მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნამუშევრები, ხატები და საეკლესიო ფსალმუნები.

გამოფენას ესწრებოდნენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, „დიტო ცინცაძის ფონდის“ წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

„ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ჩატარებულ გამოფენებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის გულით გაკეთებული ნამუშევრები. საოცარია, რომ პატიმრები ჩაკეტილი სივრციდან ეხმარებიან დაავადებულ ბავშვებს. ეს ძალიან ამაღელვებელია“ - აღნიშნა გიორგი დონაძემ.

„როდესაც ადამიანი საპყრობილეშია, გარკვეულ ზემოქმედებას განიცდის, მუშაობითი თერაპია მათ ხელს უწყობს რეაბილიტაციასა და სოციალიზაციაში. ეს პროცესი უნდა გაფართოვდეს და ხელი შევუწყოთ მათ დასაქმებას. როდესაც ისინი დატოვებენ საპყრობილეს, იოლად ჩაერთვებიან საზოგადოებრივ საქმიანობაში და არ იქნება მათთვის უცხო გარე სამყარო,“ - განმარტავს მამა კონსტანტინე გირგაძემ.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავად მსჯავრდებულების სურვილით, ეს გამოფენა-გაყიდვა საქველმოქმედო ხასიათისაა. უწყება ხელს უწყობს ყველა ისეთი ღონისძიების დაგეგმვასა და ჩატარებას, რომელიც მსჯავრდებულთა რეაბილიტაციას ემსახურება. მათი მონაწილეობა ინდივიდუალურ საქმიანობაში და ზოგადად, მსჯავრდებულების დასაქმება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღევანდელი გამოფენაც ემსახურება მათ მიერ კეთილი საქმის კეთებას და საზოგადოებაში მათ სრულფასოვან წევრებად დაბრუნებას,“- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

„დიტო ცინცაძის ფონდის“ წარმომადგენელი დიმიტრი ცინცაძე კი, მსჯავრდებულებს აღნიშნული ინიციატივისთვის მადლობას უხდის. „მადლობა მინდა გადავუხადო იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც ეს ხელნაკეთი ხატები და სამაჯურები სასიკეთო საქმისთვის დაამზადეს. გაყიდვიდან შემოსული თანხები ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება. ასევე, მადლობას ვუხდი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ფოლკლორის ცენტრსა და კომპანია „ჯეპრას“ ღონისძიების ორგანიზებისთვის“, - აღნიშნა დიმიტრი ცინცაძემ.

გამოფენიდან შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად „დიტო ცინცაძის ფონდში“ გადაირიცხება. ღონისძიების საინფორმაციო კამპანიას „ჯეპრა“ უზრუნველყოფს. გამოფენა 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი