"პლანშეტი წაურთმევია. როცა დამაფასებ მაშინ მოვალო" - რა გახდა შორენა ბეგაშვილის ევას მამასთან კონფლიქტის მიზეზი

"პლანშეტი წაურთმევია. როცა დამაფასებ მაშინ მოვალო" - რა გახდა შორენა ბეგაშვილის ევას მამასთან კონფლიქტის მიზეზი

"როცა ევას მამას გავაგებინეთ, რომ ბავშვს ძალიან მაღალი სიცხეები ჰქონდა, ასე შემოგვითვალა: რომც მოკვდეს, მე არ დამირეკოთო, ეგ მე არ მაფასებსო" - შორენა ბეგაშვილმა "ნანუკას შოუში" ყოფილ მეუღლესთან უთანხმოებასა და მის შვილისადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა

ევა ისე გახდა 14 წლის მამა დაგვჭირდა ერთხელ. როცა ჩამოვიდა, ორი კვირა იყო გასული მითხრა: "მე იქ საქმე მიფუჭდება და უნდა წავიდეო"

-წადი როცა გინდა-მეთქი. მხოლოდ ის ვთხოვე ერთი საათით გავალ სახლში თავს დავიბან და მოვალ-მეთქი.

მე რომ წავსულვარ დაუწყია ბავშვისთვის გამოკითხვა: რა მოხდა, გადმოვარდი? გადმოგაგდეს? ...

ევას დაუწყია ტირილი და ყვირილი გადი ოთახიდანო .. გასულა, ცოტა ხანში შემობრუნებულა და ორი დღის წინ ნაყიდი პლანშეტი წაურთმევია. როცა დამაფასებ მაშინ მოვალო.

როცა წავიდა ასე შემოგვითვალა, რომც მოკვდეს არ დამირეკოთო. ახლოსაც აღარ მოვუშვებ... - ჰყვება შორენა ბეგაშვილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი