გამარჯვებისკენ, რომელიც გწამს! -"ბორჯღალოსნები" ხვალ ოკეანეთის ტურნეს ყველაზე რთულ თამაშს ითამაშებს

გამარჯვებისკენ, რომელიც გწამს! -"ბორჯღალოსნები" ხვალ ოკეანეთის ტურნეს ყველაზე რთულ თამაშს ითამაშებს

ერთი კვირის წინ რაგბზე დაწერილ, სტატიას სათაურად ჰქონდა " როცა რაგბი და გამარჯვება ერთია". სტატიის დაწერიდან მალე მეგობარმა დამირეკა და სათაური კი კარგია, მაგრამ გაჩერდი ბიჭები არ დანავსოო. "ბორჯღალოსნებს" რომ ჟურნალისტების სიტყვები ნავსავდეთ, ვერ იქნებიან ის ბიჭები, რომლებმაც მსაჯი და ტონგა ერთად დაამარცხეს.

ერთი კვირის წინ საქართველოს ნაკრებმა ფიჯიში, ტონგას ეროვნულ გუნდს 20-23 მოუგო. 2 წლის წინ რომ მოგვეგო, ყველანი ვიტყოდით, ჩვენი ბიჭები საკუთარ თავს გადაახტნენ, შეუძლებელი შეძლეს და სხვა. დღეს ცხადად გამოჩნდა, რომ ტონგას ძლევა არ ყოფილა წარმოუდგენელი კატეგორიისა და საკუთარი ძალების რწმენამ უფრო გამოიღო დღევანდელი შედეგი, ვიდრე საკუთარ თავზე გადახტომამ.

ჩვენი გუნდის ზრდა სახეზეა, ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ პროგრესი გრძელდება (ამის ნათელი სურათია საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები), ამას შეუქცევადი ხასიათი აქვს და სიტყვები - "რაგბი ჩვენი თამაშია" უკვე ყოველდღიურობის ილუსტრაცია ხდება.

მოგებას ყოველთვის დიდი ემოცია მოაქვს, მაგრამ როცა მოგება ბრძოლაში გამოიჭედება და ბოლო წამზე წყდება მისი ბედი, სულ სხვა სიხარული მოაქვს. ასე იყო ტონგასთანაც, თუმცა ერთი წამით არ შემპარვია ეჭვი, რომ ბოლოს უნდა მეზეიმა.

ქართული რაგბში ყველა თაობა გამორჩეული იყო, მაგრამ ამ თაობის მიღწევა მაინც განსაკუთრებულია. წლების წინ სამოასთან, ტონგასთან და ფიჯისთან შეხვედრაც კი საოცნებოდ გვქონდა და დღეს ამ გუნდებს ვხვდებით და რაც მთავარია, ვამარცხებთ.

აუცილებლად უნდა ვთქვათ ჩვენი გუნდი ზელანდიელ თავკაცზე. მილტონ ჰეიგი ზელნადიელი კია, მაგრამ ისე მოერგო ქართულ ხასიათს, რომ მგონია სამუდამოდაც დარჩება აქ. ქართული რაგბის განვითარებისათვის მან ძალიან დიდი შრომა გასწია, ძალიან ბევრი დაუვიწყარი სიხარული გვაჩუქა და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს გვაჩუქებს. სხვათა შორის, სოცქსელებში ხუმრობენ კიდეც - ამ კაცს იმხელა დამსახურება აქვს, დროა მილტონის ძეგლისთვის ერთი ადგილი გამოვყოთო, იქვეა პასუხი - რა პატივიც მაგ კაცმა გვცა ქართლის დედის გვერდითაა მაგის ადგილიო.

ხვალ (თამაში თბილისის დროით 07:00 საათზეა) ჩვენი ბიჭების მეტოქე ფიჯის ძალიან ძლიერი გუნდია. ეს იქნება ოკეანეთის ტურნეს ყველაზე რთული თამაში, ერთი რომ ჩვენი გუნდი გადაღლილია და მეორეც, ფიჯი მასპინძელია, თანაც გაცილებით ძლიერი ვიდრე სამოა ან ტონგა, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ სტატისტიკაა. მთავარია მწვანე მოედანი, სადაც ბორჯღალოსნებთან შერკინება იოლი საქმე არაა. ბორჯღალოსნებისთვის სტატისტიკას მხოლოდ ქაღალდზე ნაწერის ფუნქცია აქვს, მათთვის მთავარია მინდორი, სადაც შეუპოვარი ომით ჭედავენ ამ სტატისტიკას.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კაცებს, რომლებიც 80 წუთის მანძილზე გვახარებენ და გვაამაყებენ.

რაგბი ჩვენი თამაშია!!!

პ.ს. ჰო, მართლა, წინა თამაშზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ რაგბი და გამარჯვება მართლა ერთია.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი