როდის დაწესდება ქველმოქმედებაზე საგადასახადო შეღავათები

როდის დაწესდება ქველმოქმედებაზე საგადასახადო შეღავათები

დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით ქველმოქმედება იბეგრება, საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადარიცხული თანხის მხოლოდ ნაწილი მიდის ბენეფიციარებამდე, ნაწილი კი გადასახადებს ხმარდება.

პროექტი, რომელიც მიზნად ფილანტროპიული საქმიანობის ხელშეწყობას და სამართლებრივად მოწესრიგებას ისახავს, პარლამენტში უკვე შეტანილია და მუშავდება, თუმცა კანონპროექტი "ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ" როდის მიიღებს კანონის ძალას და როდის დაწესდება ქველმოქმედებაზე საგადასახადო შეღავათები ჯერ უცნობია. საუბრობენ იმაზეც, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში არსებობს რისკი ახალი ტიპის არაკანონიერი სქემების წარმოშობისა - საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის სახით.

ქველმოქმედების კულტურა კი საქართველოში უფრო და უფრო იზრდება, არიან ადამიანები და ორგანიზაციები, ვინც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. ქველმოქმედების საგადასახდო დაბეგვრისგან გათავისულება მის წახალისებას შეუწყობდა ხელს და მეტ სტიმულსა და დაინტერესებას მისცემდა მეწარმეებს ქველმოქმედებისთვის. მეცენატობის საგადასახადო ვალდებულებებისგან გათავისულების მოთხოვნით კულტურის მუშაკებიც ბევრჯერ გამოსულან და მართლაც ამ კანონის არსებობა ქართული კულტურის შენარჩუნებისთვის ზრუნვას კიდე უფრო მეტად შეუწყობდა ხელს, რათა ქველმოქმედი ადამიანები ინტენსიურად იყვნენ ჩართულნი ისეთი საკითხების დაფინანსებაში, როგორიცაა კულტურა, ჯანდაცვა, განათლება და სოციალური საკითხები.

ამ საკითხზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი თამარ ტალიაშვილი გვესაუბრება:

-ქალბატონო თამარ, ბევრი გვსმენია თქვენი ქველმოქმედების შესახებ, ასევე თქვენ როგორც დეპუტატს გაქვთ მოქალაქეებთან შეხვედრები კულტურის, განათლების და ზოგადად სოციალური საკითხების შესახებ, პალამენტში მზადდება კანონპროექტი, რომელიც ქველმოქმედების საგადასახადო დაბეგვრისგან გათავისუფლებას გულისხმობს, როგორ შეაფასებდით ამ კანონპროექტს?

- მივესალმები, რომ დღეს საჯაროდ მიმდინარეობს მსჯელობა საქართველოში ქველმოქმედების, ფილანტროპიისა და მეცენატეობის წახალისების თაობაზე. როგორც იცით საგადასახადო კოდექსი უკვე ითვალისწინებს რიგ შეღავათებს ქველმოქმედებისათვის, თუმცა ეს საკმარისი არ არის. რა თქმა უნდა დადებითი ეფექტი ექნებოდა უფრო მეტი შეღავათების დაწესებას, თუმცა არ უნდა შეიქმნეს საფრთხე ეგრეთწოდებული საგადასახადო ხვრელების გაჩენისა. მნიშვნელოვანია კანონპროექტი ჰარმონიაში იყოს სხვა ნორმატიულ აქტებთან და არ შეიქმნას რისკი, იმისა, რომ ქველმოქმედების რეგულირებამ აღნიშნული სფერო ჩარჩოებში მოაქციოს და მისი შეზღუდვა გამოიწვიოს.

მაგალითად, კანონპროექტში მოცემული საქველმოქმედო საქმიანობის განმარტება უფრო ვიწრო ხასიათისაა, ვიდრე საგადასახადო კოდექსში მოცემული იგივე საქმიანობის განმარტება, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის და ქველმოქმედი პირებისთვის დაწესებული წამახალისებელი მექანიზმები ბოროტად არ იქნეს გამოყენებული. მიმაჩნია, რომ კანონპროექტი შეჯერებული უნდა იყოს სახელმწიფო სტრუქტურებთან, მათ შორის ფინანსთა სამინისტროსთან და ასევე სხვა შესაბამის სტრუქტურებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.

- სოლიდარობა და ქველმოქმედება ქართველი ხალხისთვის, რომ უცხო არ არის ეს 13 ივნისის სტიქიის შემდეგაც ვნახეთ, როგორ ფიქრობთ ეს კანონი რომ ძალაში ყოფილიყო უფრო მეტი ორგანიზაცია გამოიჩენდა სურვილს დახმარებოდა დაზარალებულებს?

- სოლიდარობა 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მართლაც საოცარი ერთსულოვნების გამოხატულება იყო. ჩვენმა საზოგადოებამ გამოხატა სიკეთისა და დახმარების დიდი სურვილი, შემოწირულობებმა 26 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან 10 მილიონი "ქართუ ბანკის" შემოწირულობა იყო. ბიძინა ივანიშვილის სახით ჭეშმარიტი ქველმოქმედის საუკეთესო მაგალით გვაქვს. მთავარია გქონდეს სურვილი აკეთო კეთილი საქმე, დანარჩენი გადალახვადი ბარიერებია. მინდა ისიც ავღნიშნო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სოლიდარობის, უანგარო დახმარების ახალი მძლავრი ტენდენცია დაამკვიდრა სოლიდარობის ფონდის სახით. "რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგული" ეს ის ფილოსოფიური ქვაკუთხედია, რომელზეც დგას ჩვენი საზოგადოება, სწორედ ამ მიმართლებით განვითარების ხელშეწყობა სწორია, ეს კანონპროექტიც თავისი მიზნით რა თქმა უნდა ეხმიანება ამ საერთო სულისკვეთებას, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნე ეს სწორად და შეჯერებულად უნდა წარიმართოს.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი