რა მოუვიდა ლარს? - ექსპერტების და მთავრობის შეფასებები

 რა მოუვიდა ლარს? - ექსპერტების და მთავრობის შეფასებები

გასულ კვირას ლარი დოლართან მიმართებაში მკვეთრად დაეცა, დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,241 ლარი გახდა. ლარი ევროსთან მიმართებით 2,2 თეთრით, ბრიტანულ ფუნტთან მიმართებით კი მთელი 19,8 თეთრით გამყარდა. დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შემდეგ, გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებით 31 წლის მინიმუმზე გაუფასურდა.

აღსანიშნავია, რომ ლარის რეკორდული გაუფასურების შემდგომ, რომლებიც იანვრის ბოლოს დაფიქსირდა, მიმდინარე წლის თებერვლიდან, თითქმის 4 თვის მანძილზე ლარის კურსი დოლარის მიმართ მყარდებოდა. შედეგად, ბოლო 4 თვეში 1 დოლარის ღირებულება 2,48-დან 1,12 ლარამდე შემცირდა. თუმცა ბოლო ორი კვირის მანძილზე, ლარის კურსმა კვლავ გაუფასურების ტენდენცია წარმოაჩინა და შედეგად 24 ივნისის მდგომარეობით ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში უკვე 2,29 ნიშნულზე დადგინდა.

ეკონომიკის ექსპერტებსა და სახელმწიფო ჩინოვნიკებს ლარის კურსის ბოლო დროინდელ გაუფასურებაზე განსხვავებული პოზიციები აქვთ. რა გახდა ეროვნული ვალუტის კურსის დაცემის მიზეზი დოლართან მიმართებაში, ამ საკითხზე ექსპერტთა შეფასებები უმეტესწილად ორი მიმართულებით ვითარდება. ერთნი ამბობენ, რომ ლარის კურსზე გავლენა ბრიტანეთში ჩატარებულმა რეფერენდუმმა იქონია, რომლის შედეგადაც ფუნტი სტერლინგი ერთ დღეში ევროს მიმართ 11%-ით გაუფასურდა. ხოლო მეორენი, ლარის კურსის გაუფასურებაზე მთავარ მოქმედ ფაქტორად ქვეყნიდან ერთბაშად დიდი რაოდენობით დოლარის გადინებას ასახელებენ. მათი თქმით, მეორე კვარტალში ბანკებისა და კერძო ფირმებს 200 მილიონი დოლარის საგარეო ვალდებულებების დაფარვა მოუხდათ, რამაც ასახვა ვალუტის კურსზე ჰპოვა.

მთავრობის წარმომადგენლები უმეტესწილად ბრიტანეთში მომხდარ მოვლენებისკენ იშვერენ ხელს და ამასთან მოსახლეობაში არსებულ არასწორ მოლოდინებზე მიუთითებენ. მათი თქმით, საზოგადოება კურსის ცვალებადობაზე ცდილობს სარეგბლის ნახვას, შესაბამისად დოლარს მაშინ ყიდის, ოცა მისი ფასი მაქსიმალურად მაღალია, ხოლო ყიდულობს პირიქით, როდესაც დოლარის კურსი მინიმუმზეა.

ერთი საკითხი, რაშიც ექსპერტები და მთავრობის წარმომადგენლები თანხმდებიან არის ის, რომ ლარის კურსის ბოლო დროინდელ ცვლილებაში განსაკუთრებუი არაფერია და მსგავსი კორექტირება მცურავი გაცვლითი კურსის დროს დასაშვებია. შესაბამისად საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს და არასწორი მოლოდინის გამო, უარი არ თქვან დაგეგმილ სავალუტო ოპერაციებზე  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი