სამშენებლო კომპანიები ბანკებთან ურთიერთობას გაურბიან

სამშენებლო კომპანიები ბანკებთან ურთიერთობას გაურბიან

ბოლო ხანებში ჩვენს დედაქალაქში სამშენებლო ბიზნესი აშკარად გამოცოცხლდა - თითქმის ყველა უბანში შეხვდებით ხარაჩოებით დამშვენებულ, მშენებარე კორპუსებს, რომლებიც მომავალ მობინადრეებს ელიან, თუმცა, ამ ხარაჩოებს მიღმა სერიოზული პრობლემები იმალება - ამის თაობაზე "ბიზნესპრესნიუსს" საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი როსტომაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, უპირველესი პრობლემა კომერციულ ბანკებთან ურთიერთობაა - "სამშენებლო კომპანიების დიდი ნაწილი ბანკებთან აღარ თანამშრომლობს და ცდილობს შიდა განვადების ხარჯზე აწარმოოს მშენებლობა, ან ფინანსები სხვა გზებით მოიზიდოს", - გვითხრა მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა:

- ბანკების თამაშის წესები არის ძალიან ცუდი, რის გამოც სამშენებლო კომპანიები კაბალურ პირობებში ვარდებიან. ზოგიერთი ბანკი სამშენებლო მიზნებისთვის საერთოდ არ გასცემს სესხებს. ასეთ სესხებს სულ ოთხი ბანკი გასცემს, დანარჩენები მშენებლებს ახლოსაც არ იკარებენ. ის ბანკებიც კი, რომლებიც სესხს გასცემენ, კომპანიებს ძალიან მძიმე პირობებს უყენებენ. ამიტომ, ბანკთან თანამშრომლობა არ ღირს, თუ კომპანიას ამ ბაზარზე რაღაც განსაკუთრებული მდგომარეობა არა აქვს. ჩემი შეხედულებით, სამშენებლო კომპანიების დიდი ნაწილი ბანკებთან თანამშრომლობას თავს არიდებს, რადგან მათი პროცენტი მაღალია, ხოლო მომსახურების პირობები - ცუდი. ბანკები სამშენებლო სექტორთან მოუქნელად მუშაობენ. შემიძლია მოვიყვანო ერთ-ერთი კომპანიის მაგალითი, რომელსაც მენეჯმენტს ჩვენ ვუწევთ: სანამ ბანკი ამ კომპანიის საკითხს გადაწყვეტდა და სესხს დაუმტკიცებდა, თვეები გავიდა. ამ ხნის განმავლობაში კორპუსის მშენებლობაც დასრულდა.

- გარდა ამისა, კიდევ რა მიზეზის გამო იკავებთ თავს ბანკთან ურთიერთობისგან?

- დავანებოთ თავი მოუქნელ სისტემას, უზრუნველყოფის ისეთ პირობებს ითხოვენ, რაც ყველა პარამეტრით არახელსაყრელია კომპანიებისთვის. ჩემი აზრით, დღეს ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ ბანკებს ყველაფრის უფლება აქვთ, ხოლო კლიენტებს - არაფრისა. ამ კლიენტებს შორის სამშენებლო კომპანიებიც არიან. კომერციულ ბანკს შეუძლია ნებისმიერ დროს გაგიზარდოს პროცენტი, ფული უკან დაიბრუნოს, პროექტი გაგიჩეროს... ან სულ ნუ აიღებ სესხს - ასეთია მათი მომსახურება.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი