საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდება თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდება თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განაცხადა, სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, როგორც ქალაქ სტამბოლის, ასევე თურქეთის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების უმაღლესი დონეა გამოცხადებული.

„ჩვენ ვაგრძელებთ პერმანენტულ და მჭიდრო კონტაქტს, როგორც თურქეთის შესაბამის სტრუქტურებთან, ისე იქ მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებთან. მინდა მოვუწოდოთ მათ, თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან“, - განაცხადა ჯალაღანიამ.

მისივე ინფორმაციით, თურქულ მხარეზე დაყრდნობით ამ ეტაპზე კვლავ არ დასტურდება დაშავებულთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნა, თუმცა, ჯალაღანიამ აღნიშნა, რომ მონაცემები იცვლება და იზრდება, როგორც დაშავებულთა, ასევე დაღუპულთა რაოდენობა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მოსახლეობას აქვს შეუფერხებელი კავშირი გენერალურ საკონსულოსთან.

ჯალაღანიას თქმით, გუშინდელი დღიდან მოქმედებს რამდენიმე ცხელი ხაზი, სადაც საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ. ქ. ანკარაში (+90 312) 690-30-40), ასვე საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში (+90 541) 818 44 00 და საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაბზონში (+90 541) 326-22-26; ცხელი ხაზი ფუნქციონირებს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 09:00-დან 18:00 საათამდე - (+995 32) 294 50 50; 24 საათის განმავლობაში - (+995) 577 98 40 20.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი