"მერე რა, რომ ძალიან ლამაზი არ ვარ..." - ხატია სიჭინავა საზოგადოებას მიმართავს

"მერე რა, რომ ძალიან ლამაზი არ ვარ..." - ხატია სიჭინავა საზოგადოებას მიმართავს

ხატია სიჭინავა პოსტს აქვეყნებს, რომლითაც საზოგადოებას მიმართავს.

"გაგიკვირდებათ ალბათ, მაგრამ მეც ადამიანი ვარ... მეც მტკივა თითოეული ქვა რომელსაც მესვრით, მათბობს ყველა სიტყვა, რომელსაც მეუბნებით... მერე რა რომ არ გიცნობთ და ლოგიკურად არ უნდა მაინტერესებდეს თქვენი გამახვილებული ყურადღება ჩემს მიმართ.. მერე რა რომ ღიმილით ვხვდები ყველა თქვენს ალოგიკურ საქციელს და ჩემსკენ გამოსროლილ ტალახს... მეც ადამიანი ვარ და მეც მინდა რომ გიყვარდეთ, რადგან არ მომიცია საბაბი გძულდეთ.. მერე რა რომ ძალიან ლამაზი არა ვარ ... მერე რა რომ არ მიცნობთ უმრავლესობა, მე ვფიქრობ ჩემი სილამაზე ჩემი ოჯახია, ჩემი შვილებია... მერე რა რომ ტვში მნახეთ ორჯერ, სატელევიზიო იმიჯი ძალიან განსხვავდება ცხოვრებისეული იმიჯისგან ... მერე რა რომ არავინ გეკითხებათ, უბრალოდ მკითხეთ რა მიხარია, რა მწყინს... იქნებ ოდესღაც ჩვენი გზები გადაიკვეთოს და ნამდვილი გამიცნოთ, ისეთი როგორიც მართლა ვარ.. გაგიკვირდებათ, მაგრამ მეც თქვენნაირი ადამიანი ვარ", - წერს სიჭინავა.

ასევე ნახეთ: სკანდალი გრძელდება -"შეუძლებელია, ჩემი კატეგორიის ქალი, შენს ნაბოდვარზე გაღიზიანდეს"

იტალიაში ქართველმა ვანდალებმა ომის მემორიალზე ქართული წარწერა გააკეთეს - რას წერს იტალიელი მერი ინციდენტზე

ახალგაზრდა ექიმს, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, დაბადების დღე საკარანტინო სივრცეში მიულოცეს

"თურმე, ვარ ფაშისტი, აგენტი და ეროვნული შუღლის გამღვივებელი! ეს ცილისწამებაა" - ზაზა აბაშიძე კრიტიკას პასუხობს და ბოდიშს იხდის