ბანგლადეშში კაფეზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 20 მძევალი დაიღუპა

ბანგლადეშში კაფეზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 20 მძევალი დაიღუპა

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში მდებარე კაფეზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 20 მძევალი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ბანგლადეშის მთავრობა ავრცელებს.

ადგილობრივი პრესის ცნობით, თავდამსხმელებმა, რომლებიც დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წევრები არიან, სასტიკად აწამეს ის მძევლები, რომლებმაც ყურანის წაკითხვა ვერ შეძლეს.

"ბიბისი" წერს, რომ მძევლები ბასრი იარაღით, სასტიკად მოკლეს.

მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰასინამაც გააკეთა და მომხდარს "საზარელი აქტი" უწოდა. მისი თქმით, თავდამსხმელები მუსლიმები არ არიან და მათ რელიგია არ გააჩნიათ.

ბანგლადეშის მთავრობის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ექვსივე თავდასხმელი ლიკვიდირებულია, გათავისუფლებულია 13 მძევალი.

გუშინ საღამოს დაკაში მდებარე ერთ-ერთ კაფეში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნეს. პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი