ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, ავარიის დროს დაშავებულები დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
"სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 ადამიანი გადმოიყვანა, მათგან ოთხი საქართველოს მოქალაქე არ არის. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება მიღებულ დაზიანებებსა და ტრავმებს. უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და გამოკვლევები", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.
ფოთში ავარიის დროს ერთმანეთს "ნისანის" ტიპის ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ, რომლის დროსაც 7 ადამიანი დაშავდა.