კაიროს ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა

კაიროს ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა

თბილისში, კაიროს ქუჩაზე, წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულები არიან ბრიგადები.

ფაქტის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კაიროს ქუჩის მცხოვრებლებმა შეატყობინეს. ერთ-ერთი მცხოვრების ინფორმაციით, წვიმის შემდეგ ძლიერი წყალი მოვარდა, რამაც მიმდებარე ტერიტორია დატბორა.

ადგილზე იმყოფებიან სამგორის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი და სანიაღვრე სამსახურის თანამშრომლები. როგორც "ინტერპრესნიუსს" გამგეობაში განუცხადეს, ამ დროისთვის მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია