ილია მეორე - არის ასეთი რწმენა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ქვეყნის აღსასრულის წინ დაბრუნდება საქართველოში

ილია მეორე - არის ასეთი რწმენა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ქვეყნის აღსასრულის წინ დაბრუნდება საქართველოში

არის ასეთი რწმენა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ქვეყნის აღსასრულის წინ დაბრუნდება საქართველოში, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქის თქმით, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ზეიმობს ათონის მთაზე გაბრწყინებული წმინდა მამების დღეს, რომელთა შორის ბევრი ქართველია. კერძოდ, იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, მამა გაბრიელი, რომელმაც ღვთისმშობლის ხატი გამოიყვანა ზღვიდან, თორნიკე ერისთავი და სხვ.

"საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია. არის ასეთი რწმენა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ამ ქვეყნის აღსასრულის წინ დაბრუნდება საქართველოში. უფალმა ინებოს, მისი წყალობა იყოს საქართველოსა ზედა", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

მისივე თქმით, ათონის მთაზე დღესდღეობით მრავალი ქართველი ახალგაზრდა მოღვაწეობს. "შეგეწიოთ მათი ლოცვა", - დასძინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი