იტალიური გემო ბათუმში - ზღვისპირა ქალაქში Ci gusta!-ს კაფე იხსნება

იტალიური გემო ბათუმში - ზღვისპირა ქალაქში Ci gusta!-ს კაფე იხსნება

ზღვა, მზე, მუსიკა, რუჯი მეგობრების წრე, ფერადი სამოსი, ცივი კოქტეილები და გემრიელი კერძები... არ არსებობს ადამიანი ვინც 24 საათის მანძილზე ერთხელ მაინც არ ფიქრობს ამ ყველაფერზე, მანამ სანამ ნანატრი შვებულება დადგება.

ზოგი საზღვარგართ დასვენებას ამჯობინებს, ზოგი კი ადგილობრივი კურორტებისკენ მიეშურება. ბათუმი ის ადგილია, სადაც ისეთ ადამიანებსაც შეხვდები, დედაქალაქში ვერსად რომ ვერ გადააწყდები, ეს ქალაქი ყოველწლიურად ვითარდება. ის ერთ-ერთ მიმზიდველ, ტურისტულ ზონად დიდი ხანია იქცა, შესაბამისად სტუმრების რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება. ემატება სასტუმროები, გასართობი და დასასვენებელი ადგილები, აქ კონცერტებს მართავენ მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსები და ჯგუფები, თითქოს ყველაფერია კარგი დასვენებისთვის, მაგრამ სრულყოფილებისთვის მხოლოდ ეს არ არის საკმარისი.

მომსახურების სფეროში ხარვეზები ბათუმში ნამდვილად არის, რისი მომსწრეც 7 ივნისს, maroon 5-ის კონცერტზე გავხდით. წვიმამ, გრძელმა რიგმა კვების ობიექტებში, საცობმა და შიმშილმა, სტუმრების უკმაყოფილება გამოიწვია.

რამდენიმე დღეში ბათუმი კიდევ ერთ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს - Black Sea Jazz Festival-ზე ბათუმს მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსები ეწვევიან! ასე რომ, Maroon 5-ის კონცერტზე მიღებული ცუდი გამოცდილების გამო, ამ ფესტივალზე წასვლაზე უარს ნუ იტყვით. რადგან ზღვისპირა ქალაქში Ci gusta!-ს კაფე იხსნება. სადაც შეგიძლიათ იტალიური კერძები, ნაყინი და უგემრიელესი ყავა რიგის გარეშე დააგემოვნოთ და მშიერიც არ დარჩებით.

დასვენების დროს სიმყუდროვის შესაქმნელად წიგნებზე უკეთესი არაფერია, იტალიური სამზარეულოს დაგემოვნების გარდა, შეგიძლიათ თქვენთვის საყვარელი და საინტერესო ბესტსელერებიც წაიკითხოთ. "ჩი გუსტა" და "ბიბლუსი" ამის უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ, სულაც არ არის საჭირო, თქვენს სამგზავრო ჩანთაში ადგილი წიგნებისთვისაც გამონახოთ, რადგან ამის საშუალება მხოლოდ პირადობის მოწმობის საშუალებით გექნებათ.

იტალიური კაფე "ჩი გუსტა" და "ბიბლუსი გალერი" თბილისში წარმატებით ფუნქციონირებს, იმისათვის რომ კარგად დაისვენოთ მეგობრებთან ერთად და თან თავი იტალიურ გარემოში იგრძნოთ სულაც არ არის საჭირო იტალიაში გამგზავრება. მას უამრავი ცნობილი ადამიანი სტუმრობს, რომლებიც ბათუმშიც სიამოვნებით ეწვევიან საყვარელ კაფეს.

სალომე არშბა (ტელეწამყვანი): იქიდან გამომდინარე რომ ტერიტორიულადაც ძალიან მოსახერხებელია, ხშირად ვსტუმრობ "ჩი გუსტას" თბილისში. მომწონს გარემო, შეგიძლია გემრიელი კერძები დააგემოვნო და ნებისმიერი წიგნი წაიკითხო. აქვთ ძალიან კარგი ლანჩ-მენიუ, ხელმისაწვდომი ფასი აქვს და თან დიდი ულუფებია. იმისათვის რომ საინტერესო გარემოში გაატაროთ რამდენიმე საათი "ჩი გუსტა" კარგი არჩევანია. ძალიან მიხარია სულ მალე ბათუმში რომ გაიხსნება "ჩი გუსტა", ეს სწორი გადაწყვეტილებაა. მგონია ძალიან გაამართლებს და ბევრი სტუმარი ეყოლება.

დავით ტურაშვილი (მწერალი): ყველაზე კომფორტულად თავს ვგრძნობ "ჩი გუსტაში", სადაც ბევრი წიგნია და ძალიან მსიამოვნებს იმ ადამიანების დანახვაც კი, რომლებიც წიგნებს კითხულობენ. რაც შეეხება ბათუმს, ამ მშვენიერი ქალაქის ცენტრში მდებარეობდა 115 წლის წინ გახსნილი, ყველაზე ძველი და დიდი წიგნების მაღაზია, რომელიც ცოტა ხნის წინ რესტორნად გადააკეთეს და რა შეცვლის ამ დანაკლისს, ნამდვილად არ ვიცი... მიხარია ამ ამბის გაგება, სიამოვნებით ჩავალ გახსნაზე თუ დამპატიჟებენ და ხშირად ვესტუმრები".

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი