"მე რომ მცემდა დედაჩემი, ახლა ქმარი მცემს და ვიტან...!" - რატომ ცემენ საქართველოში შვილებს და რა შედეგები მოჰყვება ამას?

"მე რომ მცემდა დედაჩემი, ახლა ქმარი მცემს და ვიტან...!" - რატომ ცემენ საქართველოში შვილებს და რა შედეგები მოჰყვება ამას?

ბავშვზე ფიზიკური ძალადობის თემა ყოველთვის აქტუალურია და სამწუხაროდ, საქართველოში კვლავაც არიან ოჯახები, სადაც ბავშვებს ცემენ და ამაში ვერაფერს ვერ ხედავენ დასაძრახს. თუმცა რა შედეგი მოჰყვება ამას, ბევრი ვერ აცნობიერებს. ყველა შვილს მინიმუმ, მწარე მოგონებად რჩება მშობლების მხრიდან გამოვლენილი ძალადობა, მაქსიმუმ - ამას მოჰყვება სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესი, არც ისე იშვიათად, ფიზიკური და მორალური იარები, რომლებიც მთელი ცხოვრება გასდევთ.

ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ სტატიას, "ფიზიკური ძალადობა ბავშვის თვალით" საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გარდა იმისა, რომ ბევრმა წაიკითხა, მოიწონა და გააზიარა, ბევრმაც საკუთარი ამბები დატოვა კომენტარებში. იმის, თუ როგორ სცემდნენ მშობლები ან თავად როგორ სცემდა შვილებს. და თუ დააკვირდებით, ყველაზე ხშირად ფიზიკურად ძალადობენ იმ ოჯახებში, სადაც წყვილები არ არიან ბედნიერები, სადაც ქალებს "არ გაუმართლათ" პირად ცხოვრებაში, სადაც თავად ჰყავთ მოძალადე ქმრები და შემდეგ ჯავრს შვილებზე იყრიან და ა.შ. და ა.შ.

ეს მართლაც დამაფიქრებელი ამბებია, რომელთაგან რამდენიმეს გთავაზობთ:

"მე მცემდა დედა, ორჯერ-სამჯერ მამასაც ვუცემივარ, ძმასაც. მაგრამ ყველაზე ცუდად მახსენდება ის ღირსების შემლახავი სიტყვები, რასაც ისინი მეუბნებოდნენ. "შენ ეგდები სახლში, შე სამარცხვინო", "შე ძროხა", "გველო" და რა იყო ამის მიზეზი, დედის ისტერიკა, რომელიც ყველა ელემენტარულზე გიჟივით იქცეოდა? სულ ერთი იყო მიზეზი, ჭიქის გატეხვა, თეთრეულის ცუდად დაუთოვება... ცოცხის ტარით მცემა ერთხელ, შეშუპებები მქონდა. თმით ისე მითრია, რომ შეგრძნება აღარ მქონდა თავის კანზე. ეს მისი მოუწყობელი ცხოვრების ბრალი იყო, გაბოროტებული სახე ჰქონდა მაგ დროს, საშინელება იყო...

ჩემდა საბედნიეროდ, გადავლახე მე ეს ცუდი მოგონებები, დღეს შვილი მყავს და ერთი-ორჯერ მოვარტყი საჯდომზე სულ, ისე არასოდეს ვცემ, როგორც მე მცემდნენ და ვკიოდი.

მე მივუტევე ჩემს მშობლებს და ახლა კარგად ვართ, არ სცემოთ ბავშვი!"

ვივიენი

"სულ მოკრიტიკე ქალების, დეიდების, ბებიების, მეზობლების და ლამის გამვლელების შენიშვნების შიშით ვცემდი, ვსჯიდი და ვსაყვედურობდი ბავშვს და შედეგად მივიღე გაბოროტებული და დაკომპლექსებული თინეიჯერი, რომლისთვისაც ყველაზე დიდი მტრები მშობლები არიან....განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი