ივნისის ბოლოს კომპანია „თერმოინდუსტრიამ“ ფოთში კიდევ ერთი სავაჭრო ობიექტი გახსნა. ამიერიდან ფოთელებს ადგილობრივ ბაზარზე შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ყველაფერი, რაც გათბობის, კონდიცირების ან წყალმომარაგების სისტემისთვის არის საჭირო.
გათბობის ქვაბები, წყლის გამაცხელებლები, პანელური და სექციური რადიატორები, კონდიციონერები, მილები და ფიტინგები, თბილი იატაკი, მზის კოლექტორები, აბაზანის აქსესუარები - ეს იმ პროდუქციის მცირე ჩამონათვალია, რაც მომხმარებელს „თერმოინდუსტრიას“ ფილიალებში დახვდება.
„თერმოინდუსტრიას“ მაღაზიაში წარმოდგენილი 800 - ზე მეტი სახეობის პროდუქცია ისეთ ცნობილ ბრენდებს მიეკუთვნება, როგორებიცაა: “იტალთერმი”, “ვისმანი”, “ეიჯია”, “იმერგაზი”, „ლუქსორი”, „უნმაკი“, „რადიატორი 2000“, „გლობალ რადიატორი“, „იზოპაიპი“, „ჯაკომინი“, „კარლო პოლეტი“ და სხვა.
„თერმოინდუსტრიას“ ნებისმიერ ფილიალში მომხმარებელს ერთნაირად მაღალი ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასი და სასიამოვნო გარემო ელოდება.
ფოთის მაღაზიის გახსნას „თერმოინდუსტრიას“ დირექტორი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
გახსნის ცერემონიალზე კომპანიის მენეჯმენტმა ფოთში განსახორციელებელ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. „თერმოინდუსტრია“ ორიენტირებულია კვალიფიციური სპეციალისტების აღზრდაზე და ახალგაზრდების დასაქმებაზე ზრუნავს. სწორედ ამ მიზნით „თერმოინდუსტრია“ ფოთის პროფესიულ კოლეჯ „ფაზისთან“ აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს, სადაც კომპანიის ინიციატივით ახალგაზრდა კვალიფიციური სპეციალისტების აღზრდა და გადამზადება განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ „თერმოინდუსტრია“ მომხმარებელს პროდუქციასთან ერთად სამონტაჟო და საპროექტო სამუშაოებსაც სთავაზობს.
„თერმოინდუსტრიას“ ნებისმიერ ფილიალში პროდუქციის საყიდლად მისულ მოქალაქეს განვადების მოქნილი სისტემითაც შეუძლია ისარგებლოს. „თერმოინდუსტრიას“ მისამართებია: ფოთი - ჭანტურიას 12; ბათუმი - ჯავახიშვილის 32/34; თბილისი - ხოშარაულის 27ა. საკონტაქტო ნომერი ყველა ფილიალისთვის ერთია +995 32 214 55 54.
R