ავტომობილის შეძენა ერთა, მისი მოვლა-პატრონობა და, ასე ვთქვათ, შენახვა კი - მეორე და, არანაკლებ მნიშვნელოვანი. ავტონაწილებით მოვაჭრე ერთ-ერთმა უდიდესმა ამერიკულმა ვებ-პორტალმა YourMechanic.com, რომელიც მომხმარებლებს ავტოსერვისითაც ემსახურება, გამოაქვეყნა საკუთარ სტატისტიკაზე დამყარებული რეიტინგი - იმ ავტომობილების საუკეთესო ოცეული, რომელთა შენახვა მომხმარებლებს ყველაზე იაფი უჯდებათ.
ანალიზი და შესაბამისად მიღებული რეიტინგი დამყარებულია ავტონაწილების, სერვისის სიიაფეზე და, ცხადია, იმაზეც, თუ რამდენად იშვიათად ჭირდება ამა თუ იმ მოდელს შეკეთება მისი გამოშვების დღიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისად, კვლევა 2006 წლიდან გამოშვებულ მოდელებს გულისხმობს.