"ყველა ორგანო დაზიანებული მქონდა, ზოგი ამომაჭრეს, მიჩეხ-მოჩეხეს..." - გიორგი გოცირიძე სამსახურში ეტლით დაბრუნდა

"ყველა ორგანო დაზიანებული მქონდა, ზოგი ამომაჭრეს, მიჩეხ-მოჩეხეს..." - გიორგი გოცირიძე სამსახურში ეტლით დაბრუნდა

"კომედი შოუს" მსახიობი გიორგი გოცირიძე 27 აპრილს უმძიმეს ავარიაში მოჰყვა. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და 9 დღე რეანიმაციაში იწვა უგონო მდგომარეობაში. 25 წლის ასაკში გიორგიმ დიდი განსაცდელი გამოიარა, თუმცა ყველაფრის გადალახვა შეძლო. ჯერჯერობით ეტლით, მაგრამ უკვე სამსახურსაც დაუბრუნდა და ერთ-ერთ სკეტჩშიც გადაიღეს. ჟურნალ "სარკესთან" გიორგიმ თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"ამ ეტაპზე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია. თავსა და მუცელში არსებული პრობლემები თითქმის მოგვარდა, მომირჩა. მხოლოდ ფეხის პრობლემა დამრჩა, მეუბნებიან, რომ მალე შემიხორცდება.... გულმკერდის გარდა, ყველა ორგანო დაზიანებული მქონდა, ზოგი დამიპატარავეს, ზოგიც ამომაჭრეს, მიჩეხ-მოჩეხეს. ახლა უკვე მუცელში ყველაფერი შეხორცებულია.

...ყველაფერი სწრაფად შეხორცდა, რასაც ექიმები არ ელოდნენ. როცა შემამოწმეს, თითქმის ყველაფერი მორჩენილი მქონდა. მეუბნებოდნენ, ეტლში გადაჯდომას 2-3 თვეში შეძლებო, მაგრამ ამისთვის ერთ თვეზე ცოტა მეტი დამჭირდა.

...უკვე ერთი კვირაა, რაც სამსახურში გავედი და სკეტჩიც ჩავწერეთ, ზარმაცი სიძის პერსონაჟს ვასრულებ. დამაწვინეს ლოგინში, ვითომ საწოლიდან გადმოვვარდი და ფეხი მოვიტეხე. კარგი გამოვიდა. ჩვეულებრივ რეჟიმში დავუბრუნდი სამუშაოს - ვფიქრობ, ვწერ და ა. შ. ასე ჩემთვის კარგია, დრო მალე გადის, ჩემს ბიჭებთან ვარ, კარგ დროს ვატარებ მათთან. სამსახური მენატრებოდა.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი