წამლები ისევ თვალსა და ხელს შუა გაძვირდა

წამლები ისევ თვალსა და ხელს შუა გაძვირდა

ლარის კურსის ვარდნას ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების გაძვირება მოჰყვა. როგორც კვლევებით დასტურდება, ბოლო დღეებში წამლის ფასი, წინა თვესთან შედარებით, გაზრდილია. აფთიაქების ინფორმაციით, ივნისში მედიკამენტები 2-3%-ით გაძვირდა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ფარმაცევტული კომპანიების რეაგირება სავალუტო კურსზე ამ შემთხვევაში გაცილებით მომენტალური აღმოჩნდა, ვიდრე ლარის გამყარების პერიოდში.

მართალია, მედიკამენტების გასაიაფებლად იმპორტიორებს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი ჰქონდათ, მაგრამ რეალურად თითქმის არაფერი შეცვლილა. მდგომარეობა დიდად არც "ჰუმანითი ჯორჯიას" შემოსვლას მოუხდენია. მოლოდინი, რომ მედიკამენტები თვალშისაცემად გაიაფდებოდა, არ გამართლდა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ცვლილება ამ მხრივ თითქმის არ შეიმჩნევა. ცხადია, სათვალავში არ მიიღება აქციის ფარგლებში გამოცხადებული ფასდაკლებები, რომლის მიღმაც ფარმაცევტული კომპანიების მარკეტინგული გათვლა იმალება.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანდაცვის პლატფორმა" მედიკამენტების ფასის კვლევას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან ერთად ახორციელებს. ფარმაცევტულ ბაზარზე დაკვირვებას კომპანია ყოველთვიურად ახდენს.

უახლოეს დღეებში ახალი კვლევის შედეგი გამოქვეყნდება, რომელიც ივნისის ტენდენციას ასახავს. აფბა-ში წინასწარ ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა "რეზონანსს" მაინც დაუდასტურეს, რომ ბოლო 1 თვეში ფასის ზრდა რეალურად დაფიქსირდა.

კვლვის შედეგი ჯერჯერობით მხოლოდ ბავშვთა მედიკამენტებს ეხება. "ჯანდაცვის პლატფორმის" ინფორმაციით, შეისწავლეს ჩვილისთვის აუცილებელი აქსესუარების, მოვლის საშუალებებისა და მედიკამენტების საშუალო ფასი, რომელიც 4 წამყვანი სააფთიაქო ქსელის მონაცემებია.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მაისთან შედარებით, ივნისში ბავშვთა მედიკამენტების ფასი გაიზარდა 2%-ით და შეადგინა 154.31 ლარი. მომატებულია ფასი აქსესუარებზე, ხოლო შემცირებულია მოვლის ზოგიერთ საშუალებაზე.

აფბა-ს ხელმძღვანელი შოთა გულბანი განმარტავს, რომ სავალუტო კურსის ცვლილებამ მედიკამენტები ნამდვილად გააძვირა.

"ბოლო კვლევის შედეგზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ წამლებზე ფასი მნიშვნელოვნად არის მომატებული. საბაზრო ლოგიკით, ფასები წინა თვეში უნდა შემცირებულიყო, მაგრამ საპირისპირო მოხდა. ძალიან ცვალებადია კომპანიების გადაწყვეტილება ფასის ცვლილებასთან მიმართებით. ვაკვირდებით მოთხოვნად მედიკამენტებს. აქ არის როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივიც და ე. წ. ჯენერიკები, როგორც გულსისხლძარღვთა დაავადების, ასევე ტკივილგამაყუჩებელი და სხვა. წამლის ფასი არ შემცირებულა მაშინაც კი, როცა კურსი ამის საშუალებას იძლეოდა", - აცხადებს გულბანი.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი