ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც გა­მარ­ჯ­ვე­ბით დამ­თავ­რ­და

ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც გა­მარ­ჯ­ვე­ბით დამ­თავ­რ­და

1978 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე თბი­ლი­სი ახალ­გაზ­რ­და მო­ფა­რი­კა­ვე­თა სა­კავ­ში­რო პირ­ვე­ლო­ბას მას­პინ­ძ­ლობ­და. ეს შე­ჯიბ­რე­ბა წინ უს­წ­რებ­და მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლო­ბას და ნაკ­რე­ბის კან­დი­და­ტე­ბის ძი­რი­თად შე­სარ­ჩევ ტურ­ნი­რად ით­ვ­ლე­ბო­და. ახ­ლოვ­დე­ბო­და მოს­კო­ვის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი და გა­მო­რიცხუ­ლი არ იყო, ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლებს 20 წლის მო­ფა­რი­კა­ვე­თა შო­რის მო­მა­ვა­ლი ოლიმ­პი­ე­ლი ეპო­ვათ.

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში ქარ­თ­ველ მუშ­კე­ტე­რებს არა­ერ­თხელ მო­უ­გი­ათ მსგავ­სი ტურ­ნი­რე­ბი, მაგ­რამ მე­რე და მე­რე წარ­მა­ტე­ბებ­მა იკ­ლო. ამი­ტო­მაც, სპე­ცი­ა­ლის­ტებს არც ამ­ჯე­რად ჰქონ­დათ დი­დი იმე­დი, ვი­ნა­ი­დან თბი­ლის­ში სა­ას­პა­რე­ზოდ არა­ერ­თი ტი­ტუ­ლო­ვა­ნი სპორ­ტ­ს­მე­ნი ჩა­მო­ვი­და. ფი­ნა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბის წინ ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­ზე­ი­მო გახ­ს­ნის ცე­რე­მო­ნია მო­ეწყო. მა­შინ­დე­ლი პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს. 17 წლის ვლა­დი­მერ აფ­ცი­ა­ურ­ზე, რო­გორც შემ­დ­გომ იხ­სე­ნებ­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა "მთი­უ­ლურ­მა" მო­ახ­დი­ნა და ემო­ცი­უ­რად ისე და­ი­მუხ­ტა, ფი­ნალ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­მარ­თე­ბით იბ­რ­ძო­და. ორ­მეტ­რი­ან უკ­რა­ი­ნელ დუ­ხანს სულ სი­ცილ-სი­ცი­ლით მო­უ­გო. მე­რე ბე­ლო­რუ­სი­ელ ასა­ში­საც აჯო­ბა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და. აფ­ცი­ა­უ­რის გა­მარ­ჯ­ვე­ბამ ქარ­თ­ველ მწვრთნე­ლებ­ზე მე­ტად მოს­კო­ვე­ლე­ბი გა­აკ­ვირ­ვა და მა­ნამ­დე უც­ნო­ბი ჭა­ბუ­კი მო­ფა­რი­კა­ვე, ქვეყ­ნის ნაკ­რე­ბის კან­დი­დატ­თა სი­ა­ში აღ­მოჩ­ნ­და. ნაკ­რებ­ში, რო­გორც წე­სი, სხვა ჭა­ბუ­კებ­თან ერ­თად ექი­მებ­მა და სა­მეც­ნი­ე­რო ჯგუ­ფის წევ­რებ­მა აფ­ცი­ა­უ­რის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად გა­მო­იკ­ვ­ლი­ეს, ტეს­ტი­რე­ბაც ჩა­უ­ტა­რეს და ისე­თი შე­დე­გე­ბი მი­ი­ღეს, გა­და­სა­მოწ­მებ­ლად მთე­ლი ეს პრო­ცე­დუ­რა თა­ვი­დან გა­ი­მე­ო­რეს. აღ­მოჩ­ნ­და, რომ აფ­ცი­ა­უ­რის სას­ტარ­ტო რე­აქ­ცია სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლებს ათ­ჯერ აღე­მა­ტე­ბო­და. გარ­და სის­წ­რა­ფი­სა, ვლა­დი­მერ აფ­ცი­ა­უ­რი შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და. სპორ­ტ­ს­მენს, რა­ო­დენ ნი­ჭი­ე­რიც უნ­და იყოს, თავ­და­უ­ზო­გა­ვი ვარ­ჯი­შის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­უ­ვა, ის კი სა­ა­თო­ბით იდ­გა სა­ფა­რი­კაო ბი­ლიკ­ზე, რომ კარ­გად და­უფ­ლე­ბო­და ტექ­ნი­კას, და­ეხ­ვე­წა ცალ­კე­უ­ლი ილე­თე­ბი, შე­ტე­ვი­სა თუ დაც­ვის ელე­მენ­ტე­ბი.

1981 წელს, რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა სა­კავ­ში­რო ჩემ­პი­ო­ნატ­ში მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, ამ საქ­მე­ში ლო­მის წი­ლი სწო­რედ აფ­ცი­ა­ურ­მა გა­ი­ღო. მე­რე იყო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნაკ­რე­ბი და ამ ნაკ­რებ­თან ერ­თად მო­პო­ვე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი. თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი ამ­ბობ­დ­ნენ და ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლე­ბიც ადას­ტუ­რებ­დ­ნენ, რომ აფ­ცი­ა­უ­რის თავ­და­დე­ბამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბა მა­შინ­დე­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბა. ის ჩემ­პი­ო­ნა­ტი 1982 წელს, რომ­ში ჩა­ტარ­და.

ვლა­დი­მერ აფ­ცი­ა­უ­რი:

- მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში და­სავ­ლეთ­გერ­მა­ნე­ლებს ვხვდე­ბო­დით. მათ ძლი­ე­რი რა­პი­რის­ტე­ბი ჰყავ­დათ და ვი­ცო­დით, რომ და­ძა­ბუ­ლი პა­ექ­რო­ბა გვექ­ნე­ბო­და. ზუს­ტად იმ მო­მენ­ტ­ში, რო­ცა დარ­ბაზ­ში გვიხ­მეს, იარა­ღი გა­მიტყ­და. თურ­მე ეს ავის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი ნი­შა­ნი იყო. პირ­ველ წრე­ში მე, ლოგ­ვინ­მა, სმირ­ნოვ­მა და რო­მან­კოვ­მა 1:3 წა­ვა­გეთ. მე­ო­რე წრე­ში სმირ­ნო­ვი მა­თი­ას ბე­რის ხვდე­ბო­და. ერთ მო­მენ­ტ­ში მე­ტო­ქე­ებ­მა ერ­თ­დ­რო­უ­ლად წა­მო­იწყეს შე­ტე­ვა, ერ­თ­მა­ნე­თის­კენ სწრა­ფად და­იძ­რ­ნენ. გერ­მა­ნელს რა­პი­რა გა­უტყ­და, სმირ­ნოვ­მა კი უეც­რად ნი­ღაბ­ზე იტა­ცა ხე­ლი, რუ­სუ­ლად შე­ი­კურ­თხა, სიტყ­ვა ვერც და­ამ­თავ­რა და მოწყ­ვე­ტით და­ე­ცა ზურ­გ­ზე. თურ­მე გა­და­ტე­ხი­ლი რა­პი­რა პირ­და­პირ თვალ­ში შე­ერ­ჭო. ბე­რიმ იგ­რ­ძ­ნო, რაც მოხ­და, ინ­ს­ტინ­ქ­ტუ­რად იარა­ღი უკან გა­მოს­წია, ელექ­ტ­რო­მოწყო­ბი­ლო­ბა ჩა­იხ­ს­ნა და ღრი­ა­ლით გა­ვარ­და დარ­ბა­ზი­დან. სმირ­ნოვს უმალ და­ე­სივ­ნენ ექი­მე­ბი, პირ­ვე­ლი დახ­მა­რე­ბა იქ­ვე აღ­მო­უ­ჩი­ნეს, მე­რე კი ჰოს­პი­ტალ­ში გა­ა­ქა­ნეს.

რა თქმა უნ­და, შე­ჯიბ­რე­ბა შეწყ­და. გერ­მა­ნე­ლებ­მა შეხ­ვედ­რის მე­ო­რე დღის­თ­ვის გა­და­დე­ბა შეს­თა­ვა­ზეს მე­ტო­ქე­ებს. აფ­ცი­ა­ურ­მა და­ი­ჟი­ნა, დღეს­ვე უნ­და გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ, ხვალ ვერ ვიბ­რ­ძო­ლე­ბო. აქ, ცხა­დია, ლა­პა­რა­კი შუ­რის­ძი­ე­ბა­სა და სის­ხ­ლის აღე­ბა­ზე არ იყო. სა­ბო­ლო­ოდ აფ­ცი­ა­უ­რის სიტყ­ვამ გაჭ­რა და ორი სა­ა­თის მე­რე შეხ­ვედ­რა გაგ­რ­ძელ­და. მა­თი­ას ბე­რი ბი­ლიკ­ზე აღარ გა­მო­სუ­ლა და სა­ერ­თოდ, იგი კარ­გა ხნით ჩა­მოს­ცილ­და ფა­რი­კა­ო­ბას. მე­ოთხედ­ფი­ნა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა საბ­ჭო­ე­ლებ­მა გა­მარ­ჯ­ვე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნეს.

ვლა­დი­მერ აფ­ცი­ა­უ­რი:

- ფრან­გებს ძლი­ე­რი გუნ­დი ჰყავ­დათ. ვი­ცო­დით, რომ ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ო­ნებ­თან რთუ­ლი შეხ­ვედ­რა გვე­ლო­და. ფი­ნა­ლის წინ სას­ტუმ­რო­ში წა­ვე­დით და­სას­ვე­ნებ­ლად. გვე­გო­ნა, სმირ­ნო­ვი გა­დარ­ჩე­ბო­და. ვმე­გობ­რობ­დით, იმ­ხა­ნად ორი­ვე ულ­ვაშს ვა­ტა­რებ­დით. ერ­თხელ მკითხა, - ყვე­ლა ქარ­თ­ველს ულ­ვა­ში შა­ვი რა­ტომ გაქ­ვ­თო? ავუხ­სე­ნი, ჯერ უნ­და გა­ი­პარ­სო, სა­ულ­ვა­შე­ზე ნი­ო­რი წა­ის­ვა და მე­რე შა­ვი ულ­ვა­ში ამო­გი­ვა-მეთ­ქი. მე­ო­რე დი­ლით ვარ­ჯიშ­ზე ნივ­რის სუ­ნით ყარ­და დარ­ბა­ზი, მარ­თ­ლა წა­უ­სვამს. მე­რე უკ­ვე სე­რი­ო­ზუ­ლად ავუხ­სე­ნი და დავ­პირ­დი, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატს თუ მო­ვი­გებთ, შე­ნი ხათ­რით ულ­ვაშს მეც მო­ვი­პარ­სავ-მეთ­ქი.

ფი­ნა­ლი მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან დრა­მა­ტუ­ლი გა­მოდ­გა. აფ­ცი­ა­ურ­მა ჯერ პას­კალ ჟო­ლი­ოს 5:1 მო­უ­გო, შემ­დეგ ფრე­დე­რიკ პი­ეტ­რუჩ­კა­საც აჯო­ბა, მაგ­რამ თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა ვერ ივარ­გეს და ფრან­გე­ბი 6:3 და­წი­ნა­ურ­დ­ნენ. ფი­ნი­შის­კენ, რო­ცა სა­ერ­თო ან­გა­რი­ში 8:7 ისევ ფრან­გებს მიჰ­ყავ­დათ, ბო­ლოს ბი­ლიკ­ზე აფ­ცი­ა­უ­რი და ფი­ლიპ ომ­ნე­სი გა­მო­ვიდ­ნენ. ვინც გა­ი­მარ­ჯ­ვებ­და, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნიც იმის გუნ­დი გახ­დე­ბო­და. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი