არის თუ არა საქართველოში გავრცელებული ტარანტული სიცოცხლისთვის საშიში?

არის თუ არა საქართველოში გავრცელებული ტარანტული სიცოცხლისთვის საშიში?

ცოტა ხნის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ობობა ტარანტული გამოჩნდა .

როგორც zooclub.ge-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა, ნინო მამუკაშვილმა განუცხადა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საქართველოში გავრცელებული ტარანტულის სახეობა ადამიანებისა და ცხოველებისთვის არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ტარანტული ტანად საკმაოდ დიდი (20-30 მმ სიგრძის), ფეხსახსრიანი ცხოველია. ბინადრობს უდაბნოებში, ნახევრად უდაბნოებსა და ტყე-ველებში, სოროს იკეთებენ 60 სმ-მდე სიღრმეზე. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული Lycosidae-თა რამდენიმე სახეობა. ამათგან Lycosa singoriensis-ს საშიში შესახედაობის გამო "ობობა-მგელს" უწოდებენ. ყველა ტარანტული მეტ-ნაკლებად შხამიანია, მაგრამ ადამიანისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

Lycosa singoriensis - იგივე რუსული ტარანტული, გვხვდება შუა აზიაში, რუსეთის სამხრეთით და უკრაინაში. რუსული ტარანტული ფართოდ არის გავრცელებული აგრეთვე ცენტრალურ ევროპასა და ჩინეთში. მისი არეალის უკიდურესი დასავლეთი წერტილია სახელმწიფო ავსტრია. ბინადრობს უდაბნოში, სტეპებსა და ტყე-სტეპის ზონებში. სხეულის სიგრძე 25-35 მმ. წონა 2.6-იდან 7 გრ-მდე. დაფარულია ხშირი რბილი ბეწვით. მოყავისფრო ფერისაა. თხრის ვერტიკალურ სოროებს, რომელთა სიგრძეა საშულოდ 30-40 სმ. შესასვლელი დაფარულია პარკით. ობობა-მგელი დღის განმავლობაში სოროში რჩება, ხოლო ღამით ნადავლის დასაჭერად გამოდის. როგორც წესი, ტარანტული ცხოვრობს განმარტოებით და ისინი არ ჯგუფდებიან.

ტარანტული მეტად აგრესიული ობობაა იმ შემთხვევაში, თუ მის დაჭერას ეცდებით. ვინაიდან შხამიანია, მისი კბენა იწვევს ლოკალურ დალურჯებას და ძლიერი ტკივილის შეგრძნებას ნაკბენის ადგილზე. როგორც წესი, ადამიანს თავს არ ესხმის... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი