სოციალურ ქსელ "ფეიბუქზე" ერთ-ერთი მომხმარებელი თბილისში წარმოდგენილი ცნობილი თურქული ბრენდის მაღაზიის პროდუქციის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს.
როგორც მომხმარებელი წერს, მის მიერ შეძენილი ფეხსაცმელი ერთჯერადი მოხმარების აღმოჩნდა. მაღაზიის კონსულტანტებმა კი ფეხსაცმელის შესახებ საჭირო ინფორმაცია არ მიაწოდეს.
"წარმოდგენაც არ გაქვთ, რას ყიდიან იქ - ერთჯერად ფეხსაცმელს! თუ მაინცდამაინც ძალიან მოგეწონებათ, ჯერ აუცილებლად გაარკვიეთ, რა დანიშნულებისაა და სად შეგიძლიათ ჩაიცვათ მათი ვიტრინებზე შემოწყობილი ნაირ-ნაირი ფეხსაცმელი. მე გეტყვით ჩემი გამოცდილებიდან, რომ მხოლოდ მშრალ იატაკზე, წითელ ხალიჩაზე და არამც და არამც - ოდნავ დასველებულ ასფალტზე", - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი "ფეისბუქზე".
მისივე განცხადებით, მაღაზიის მენეჯერმა განუმარტა, რომ ფეხსაცმელი ნატურალური ტყავის პადოშით არის დამზადებული და რომ სველდება, იბერება და ზიანდება.
"ამიტომ არ უნდა ჩაიცვათ წვიმაში. ყველამ იცის, ქალბატონო, რომ პადოშის ძირიანი ფეხსაცმლის დასველება არ შეიძლება და ჩვენს კონსულტანტებს არ სცალიათ, სათითაოდ აუხსნან კლიენტს", "მასიმო დუტის ფეხსაცმელიც ასეთია და არავინ აპროტესტებს" და ა.შ." წაიკითხეთ გაგრძელება