ნატო-ს სამიტის მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან

ნატო-ს სამიტის მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან

ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტზე ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საგარეო უწყების ინიციატივით, ღვინო სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის ჩამოისხა. ასევე ქართული ღვინით გაუმასპინძლდება საკუთარ კოლეგებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი სამიტის ფარგლებში დაგეგმილ საპატიო ვახშამზე. ქართული ღვინო საჩუქრად გადაეცემათ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მონაწილე ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს.

ღვინოს ეტიკეტზე სამიტის ლოგო აქვს დართული და ასევე მითითებულია, რომ სასმელი სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის დამზადდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი