ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა - ფოტოები ზღვისპირა ქალაქიდან

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა - ფოტოები ზღვისპირა ქალაქიდან

ბათუმში ძლიერმა წვიმამ რამდენიმე ქუჩა დატბორა. ფეისბუქზე ბათუმელი ინტერნეტმომხმარებლები ფოტოებს ავრცელებენ და წერენ, რომ ე.წ ფარეხი (ბათუმის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), ინასარიძის ქუჩა დაიტბორა. ფერიას დასახლებაში წვიმამ საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა.

AMBEBI.GE-ს ადგილობრივი კორესპონდენტის ინფორმაციით, წვიმამ პრობლემები შექმნა გორგილაძის, მაიაკოვსკის, აღმაშენებლის, ბაგრატიონის და ლერმონტოვის ქუჩებზეც. ძირითადად დატბორილია ეზოები, პირველი სართულები და სარდაფები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარებს ამოტუმბვის სამუშაოები. სულ დაფიქსირებულია 200-მდე გამოძახება.

ამასთან, მახინჯაურში, ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ფოტოები და ვიდეომასალა [ნახეთ ვიდეო] წვიმიანი ბათუმიდან ფეისბუქის გვერდზე ბათუმი / Batumi ვრცელდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი