რითი ვიკვებებით? - ვინ ამოწმებს საქართველოს საცხობებში არსებულ ვითარებას

რითი ვიკვებებით? - ვინ ამოწმებს საქართველოს საცხობებში არსებულ ვითარებას

ბოლო ხანებში საქართველოს დიდ თუ პატარა ქალაქში უამრავი სწრაფი კვების ობიექტი გაიხსნა. მათ შორის განსაკუთრებით მრავლადაა წარმოდგენილი საცხობები.

ცხოვრების თანამედროვე რიტმიდან გამომდინარე კი ლამის ყოველ ქუჩის კუთხეში გახსნილ საცხობს დღეში ასობით მომხმარებელი ჰყავს. საცხობში შეძენილი ხაჭაპურით, ლობიანითა თუ ფუნთუშით უამრავი ადამიანი იკვებება.

პროდუქციის შენახვას და მომზადებას, რა თქმა უნდა, შესაბამისი პირობების დაცვა სჭირდება. ზაფხულის დადგომასთან და ტემპერატურის მატებასთან ერთად, განსაკუთრებული ზომების მიღება უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ALLNEWS.GE დაინტერესდა, რამდენად კონტროლდება საქართველოში არსებული საცხობები. როგორია კონტროლის მექანიზმები და კვლევის შედეგები.

სწრაფი კვების ობიექტების მსგავსად, საცხობების შემოწმება, სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეროგატივაა. სწორედ ეს არის ერთადერთი სახელმწიფო ორგანო, რომელსაც გარკვეული კონტროლის მექანიზმების გამოყენებით, საცხობში შესვლა და ინსპექტირების განხორციელება შეუძლია.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე აღნიშნავს, საცხობების შემოწმება მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება, ზაფხულში კი კონტროლი განსაკუთრებული ინტენსივობით მიმდინარეობს. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი