ძლიერი წყალდიდობა ვანში - ფოტოები სტიქიის ადგილებიდან

ძლიერი წყალდიდობა ვანში - ფოტოები სტიქიის ადგილებიდან

ვანში ძლიერი წყალდიდობაა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ვანის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილმა განუცხადა, წყალდიდობის გამო ზარალი ვანის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელს და უშუალოდ ვანს მიადგა.

"თითქმის ერთი კვირაა გადაუღებლად წვიმს. წვიმების შედეგად ადიდდა პატარ-პატარა ღელეები. წყალდიდობის შედეგად მოხდა გზების ამორტიზება, დაიტბორა სახლები, ეზოები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა, თუმცა ის იზრდება, რადგან წყალდიდობა გრძელდება. ზარალი ვანის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელს და უშუალოდ ვანს მიადგა", - განაცხადა ლილუაშვილმა.

თათია დვალიშვილის ფოტოები

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია