მდინარე აბაშისწყალში 17 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

მდინარე აბაშისწყალში 17 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

მარტვილში, მდინარე აბაშისწყალში მოზარდის ცხედარი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 17 წლის ბიჭის ცხედარი მდინარიდან რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს.

ამ დრომდე გრძელდება საქართველოს წყალქვეშ ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის უფროსის, ელგუჯა ჯამრიშვილის სამძებრო სამუშაოები, რომელიც წყალში მოზარდის მოსაძებნად შევიდა.

სამძებრო სამუშაოებში 40-მდე მაშველი და მყვინთავი მონაწილეობს. მაშველები ადგილზე თბილისიდან და ბათუმიდან ჩავიდნენ.

სამუშაოები მდინარის ადიდების გამო გართულებულია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია