რა მოსდევს თამაშით ჭამას - "სულ ბოლოს პატარას სასუნთქი გზებიდან სანთებელას ნათურა ამოვიღეთ"

რა მოსდევს თამაშით ჭამას - "სულ ბოლოს პატარას სასუნთქი გზებიდან სანთებელას ნათურა ამოვიღეთ"

5 წლის ლიკა დაიკოს თმის სამაგრმა მოხიბლა და... გადაყლაპა. 4 წლის ნიკა კი დაინტერესდა, როგორ ანათებს სანთებელაზე მიმაგრებული პატარა ნათურა. ამ ძიებაში ნათურა, რატომღაც მის ცხვირში აღმოჩნდა. ექიმებისგან შევიტყვეთ, რომ ნინიამ ელემენტი გადაყლაპა, მართამ - ბეჭედი, გიორგიმ - ჭიკარტი, თათამ - საყურე, მიხომ - მონეტა... თიკუნამ ლობიოს მარცვალი შეიტენა ცხვირში, ნატამ - ალუჩის კურკა, ანრიმ - საათის ელემენტი... ალბათ მიხვდით, საუბარი ბავშვთა კუჭ-ნაწლავსა და სასუნთქ­ გზებში მოხვედრილ უცხო სხეულებზე გვექნება.

დავით კაპანაძე, ექიმი-ენდოსკოპისტი: "როდესაც რენტგენი გადავიღეთ, თვალებს არ დავუჯერე, აღმოჩნდა, რომ 40 დღის განმავლობაში პაციენტს საყლაპავ მილში 2-ლარიანი მონეტა ჰქონდა გაჩხერილი"

ლევან ხარაშვილი, ბავშვთა ქირურგი, ენდოსკოპისტი, იაშვილის საავადმყოფოს რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

- პაციენტები ხშირად მოგვმართავენ ჩივილით - სასუნთქი სისტემის უცხო სხეულები. ძირითადად ერთი წლის და მეტი ასაკის ბავშვები გვაკითხავენ. ბავშვის სასუნთქი სისტემიდან ამოგვიღია: ჭიკარტი, ლურსმანი, კურკები.

ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად მშობლებს ვურჩევთ: საღეჭი კბილების ამოსვლამდე არ მივცეთ პატარას ისეთი საკვები, რომელსაც კარგად დაღეჭვა-დაქუცმაცება სჭირდება. ნუ ათამაშებთ ისეთი სათამაშოებით, რომლებსაც შეიძლება რაიმე მცირე დეტალი

მოძვრეს და, რაც მთავარია, ბავშვს უნდა ჰქონდეს საკვების მიღების სწორი ჩვევა. არ შეიძლება ჭამდეს გართობა-თამაშისას. ბავშვისთვის ჭამის პროცესი თამაში უფროა, ვიდრე საკვების მიღება. ასეთ დროს შეიძლება დაახველოს ან გაიცინოს და ნამცეცი გადაცდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პატარა იჯდეს და ასე იღებდეს საკვებს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი