უნდა ვაღიარო, რომ სკოლის სახელმძღვანელოები საკმაოდ დაბალი ხარისხის არის - განათლების მინისტრი

უნდა ვაღიარო, რომ სკოლის სახელმძღვანელოები საკმაოდ დაბალი ხარისხის არის - განათლების მინისტრი

"ვწუხვარ, რომ მიწევს ამის აღიარება, მაგრამ სკოლის სახელმძღვანელოები საკმაოდ დაბალი ხარიხსის გვაქვს" – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია PALITRANEWS-ის გადაცემაში "ჩემი კითხვა" განაცხადა.

სახელმძღვანელოებთან და სკოლებში სწავლების ახალი მეთოდიკის დანერგვასთან დაკავშირებით შეკითხვა მინისტრს ერთ-ერთმა მაყურებელმა ავთანდილ კიკვაძემ დაუსვა.

ავთანდილ კიკვაძე:

მაქვს რამდენიმე სიახლე მათემატიკის სწავლების მეთოდიკაში... რა გზებით შეიძლება ამ სიახლეების დანერგვა სკოლებში, მხედველობაში მაქვს სასწავლო სახელმძღვანელოები... დღეს სკოლაში გვაქვს წილოსანის და ვეფხვაძის ავტორობით მათემატიკის სახელმძღვანელო. ეთანდმებით თუ არა ამ ორი პოლარულად განსხვავებული სახელმძღვანელოებით ერთდოულად სწავლებას სკოლაში? თუ არის შესაძლებელი ისეთი სახელმძღვანელოს შექმნა რომელიც პროფესიონალ მასწავლებლებს გააერთიანებს და შეიქმნება ერთი სახელმძღვანელო? ასევე, თუ შესაძლებელი იქნება ჩემი სიახლეების დანერგვა ახალ სახელმძღვანელოში?", - აღნიშნა კიკვაძემ.

ალექსანდრე ჯეჯელავა:

პასუხს ორ ნაწილად გავყოფ. პირველი, დღეს რა სახელმძღვანელოებიც გვაქვს, საკმაოდ დაბალი ხარისხის არის. ვწუხვარ, რომ ამის აღიარება მიწევს, მაგრამ ამას თვალს ვერ ავარიდებ. მინდა გითხრათ, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა. სწორედ ახლა იწყება სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი. გამოცხადდება კონკურსი ახალ სახელმძღვანელოებზე და ყველა ავტორს გამომცემლებთან ერთად საშუალება გექნებათ კონკურსში მონაწილეობა მიიღოთ. ვიცით, რომ გრიფირების კონკურსში მონაწილეობისათვის ბევრი ადამიანი ემზადება. რაც შეეხება მეორე ნაწილს, არსებობს მეორე მეთოდიც - ეს არის ალტერნატიული სწავლება, საწრეო მუშაობა ანუ ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ცალკეული ინოვაციური მეთოდიკები, იქნება ეს მათემატიკის თუ სხვა საგნის სწავლების, შევამოწმოთ რეალურ ჯგუფებზე, კრასგარეშე ფორმატში. ამის შემდეგ უნდა მივიღოთ მტკიცებულება, რომ ეს მეთოდიკა კარგ შედეგს გვაძლევს და სწორედ ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ ძირითად პროგრამაში მონაწილეობაზე. ასევე უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ საგრანტო კონკურსის გაკეთებას, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ მიიღონ დაფინანსება საკუთარი ინოვაციური მეთოდების სწავლების განსახორციელებლად. ეს ჩანაფიქრები თქვენნაირ ხალხზეც არის დამიზნებული", - განაცხადა ჯეჯელავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი