რო­დის "აფ­რენს" გია მა­ჭა­რაშ­ვი­ლი - ძვი­რი ჰო­ბი და ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა

რო­დის "აფ­რენს" გია მა­ჭა­რაშ­ვი­ლი - ძვი­რი ჰო­ბი და ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა

ბავ­შ­ვო­ბა­ში სა­თა­მა­შო­ე­ბი ყვე­ლას უყ­ვარს - ზოგს ბურ­თი, ზოგს მან­ქა­ნა, გო­გო­ნე­ბი ხომ თო­ჯი­ნებ­ზე გიჟ­დე­ბი­ან. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ ბავშვს, სხვა­დას­ხ­ვა სა­თა­მა­შო-ნივ­თი მუ­სი­კოს გია მა­ჭა­რაშ­ვილ­საც ჰქონ­და, მაგ­რამ პირ­ვე­ლი სა­თა­მა­შო მა­ტა­რე­ბე­ლი მა­მამ 5 წლი­სას რომ უყი­და, მი­სი შემ­დ­გო­მი გა­ტა­ცე­ბის მი­ზე­ზი გახ­და. 1963 წელს შე­ძე­ნი­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი შე­ფუ­თუ­ლი სა­ხით, ახ­ლაც მის სა­მუ­შაო ოთახ­ში გა­მო­სა­ჩენ ად­გი­ლას დევს. რა ამ­ბა­ვი უძღო­და წინ ამ მა­ტა­რებ­ლის ყიდ­ვას?

- კბი­ლის ექიმ­თან მის­ვ­ლის მე­ში­ნო­და, დღე­საც ასე ვარ, სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ პრო­ცე­დუ­რებს ვერ ვი­ტან. მა­მა დამ­პირ­და, კბილს თუ ამო­ი­ღებ, მა­ტა­რე­ბელს გი­ყი­დიო. და აი, ამის ხათ­რით გა­დავ­დ­გი ის ნა­ბი­ჯი, რომ სტო­მა­ტო­ლოგ­თან თა­მა­მად წავ­ყე­ვი. გა­მო­ვე­დით თუ არა ექი­მის კა­ბი­ნე­ტი­დან, იქ­ვე ახ­ლოს, მა­შინ­დელ ლე­ნი­ნის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე უნი­ვერ­მაღ­ში, მა­მამ 18 მა­ნე­თად ეს სა­ჩუ­ქა­რი მი­ყი­და. მა­ტა­რებ­ლით ხში­რად ვთა­მა­შობ­დი. ახალ წელს, ნაძ­ვის ხის ირ­გ­ვ­ლივ ავაწყობ­დი და ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და. ჩემ­ში ნელ-ნე­ლა, სა­თა­მა­შო­ე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ჭი­ამ გა­იღ­ვი­ძა. მგო­ნი სა­თა­მა­შო­ე­ბის ფაბ­რი­კის დი­რექ­ტო­რი უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი...

- პა­ტა­რა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შთამ­ბეჭ­და­ვი რა­ო­დე­ნო­ბა გაქვთ.

- მან­ქა­ნე­ბის კო­ლექ­ცია ძი­რი­თა­დად რკი­ნი­საა, ინ­გ­ლი­სუ­რი და ამე­რი­კუ­ლი მო­დე­ლე­ბის მთე­ლი სე­რია მაქვს. ხან­და­ხან დავ­ფიქ­რ­დე­ბი, - რა ჯან­და­ბად მინ­და? შვი­ლიშ­ვი­ლებს ესე­ნი სა­თა­მა­შოდ რომ მის­ცე, დე­დას უტი­რე­ბენ და არც უნ­და მი­ა­კა­რო, თუ თავ­ში ჭკუა გაქვს. დღე­საც პა­ტა­რა ბავ­შ­ვი­ვით მიყ­ვარს და მა­ღა­ზი­ა­ში მათ­კენ თვა­ლიც ხში­რად გა­მექ­ცე­ვა ხოლ­მე. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას გა­ე­ცი­ნოს და თქვას, ეს რა თა­მა­შიაო? თუმ­ცა, პა­ტა­რა მან­ქა­ნე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის მო­დე­ლებს სა­თა­მა­შოს ვერ და­არ­ქ­მევ. ვინც მათ აწარ­მო­ებს და ყი­დის, დიდ ფულს შო­უ­ლობს, ეს ბიზ­ნე­სია. ამ სა­კითხს მსოფ­ლი­ო­ში სე­რი­ო­ზუ­ლად უდ­გე­ბი­ან. წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე უდი­დე­სი გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვე­ბი იმარ­თე­ბა. უნ­და ნა­ხოთ, რა სი­ლა­მა­ზეა...

- ბავ­შ­ვო­ბა­ში რო­ცა რა­მე მო­გე­წო­ნე­ბო­დათ, არ სთხოვ­დით მა­მას, რომ ეყი­და?

- არა, ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მშობ­ლე­ბი თვი­თონ თუ შე­მომ­თა­ვა­ზებ­დ­ნენ, არ­ჩე­ვანს სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თებ­დი. მხო­ლოდ ერ­თხელ, პლას­ტ­მა­სის ასაწყო­ბი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბის გერ­მა­ნუ­ლი მო­დე­ლე­ბის ას­ლე­ბი იყი­დე­ბო­და და მა­მას ვთხო­ვე, ძა­ლი­ან მინ­დო­და შე­მე­ძი­ნა, მა­შინ უფ­როს­კ­ლა­სე­ლი ვი­ყა­ვი. ისი­ნიც შე­ნა­ხუ­ლი მაქვს, აქ უბ­რა­ლოდ ყვე­ლა­ფერს ვერ და­ტევ. მა­ნამ­დე, პირ­ვე­ლი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი მა­მამ მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­მი­ტა­ნა, იმ­დე­ნად დახ­ვე­წი­ლი და ლა­მა­ზი იყო, რომ მას შემ­დეგ ყველ­გან თვით­მ­ფ­რი­ნა­ვებს და­ვე­ძებ­დი. ამ ტი­პის პრო­დუქ­ცია ვო­რონ­ცოვ­ზე "ნორ­ჩი ტექ­ნი­კო­სის" მა­ღა­ზი­ა­ში შე­მოჰ­ქონ­დათ. რი­გე­ბი იდ­გა ხოლ­მე, მარ­ტო ჩე­მი ტო­ლე­ბი კი არ ყი­დუ­ლობ­დ­ნენ, ყვე­ლა ასა­კის მყიდ­ვე­ლი ჰყავ­და. მე­რე მოქ­მე­დი მო­დე­ლე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი. დე­დამ ნორჩ ტექ­ნი­კოს­თა სახ­ლ­ში წა­მიყ­ვა­ნა, სა­დაც ავი­ა­მო­დე­ლიზ­მის წრე­ზე შე­ვე­დი. რად­გან მთე­ლი გო­ნე­ბა აქეთ გა­დავ­რ­თე, სკო­ლა­ში სწავ­ლას მო­ვუ­კე­ლი, ორი­ა­ნე­ბიც გა­მო­ვუ­რიე და ნა­ხე­ვა­რი წლის შემ­დეგ, დე­დამ დამ­სა­ჯა - წრი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნა. ეს ამ­ბა­ვი ხინ­ჯად დამ­რ­ჩა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი