კადრები სტიქიის სხვადასხვა ზონიდან, სადაც ხელისუფლება საგანგებო რეჟიმში მუშაობს

კადრები სტიქიის სხვადასხვა ზონიდან, სადაც ხელისუფლება საგანგებო რეჟიმში მუშაობს

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სტიქიის ზონაში მთავრობის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.

ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი ვანის რაიონში იმყოფებოდა. მასთან ერთად სოფელ სულორში, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში გივი ჭიჭინაძე და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე იმყოფებოდნენ. კვირიკაშვილის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა მოკლე დროში მოხდება.

"მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით არის სტიქია. გზები არის წაღებული, ხიდები დანგრეულია. დახოცილია პირუტყვი. მადლობა ღმერთს, რომ ადამიანების მსხვერპლი არ არის. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს. ცენტრალურ გზატკეცილზე მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს. ძალიან მოკლე დროში შევძლებთ, რომ აღმოვფხვრათ ინფრასრუქტურული პრობლემები. რაც შეეხება მიყენებული ზარალის დათვლას, ამასაც მოკლე დროში მოვახერხებთ და ვნახოთ რა მასშტაბით და რა დოზით ავანაზღაურებთ ზარალს. ძალიან მასშტაბური სტიქიაა და საკამოდ მძიმე შედეგები გვაქვს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ძალიან მოკლე დროში დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი დღესვე სტიქიით დაზარალებულ მარტვილში ჩავა. პრემიერის დავალებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ადგილზე კოორდინაციის მიზნით, მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში იმყოფებიან.

ნახეთ: კრიზისების მართვის საბჭო - დასავლეთ საქართველოში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი