წვიმა და უამინდობა მომდევნო დღეებში - როდის გამოიდარებს საქართველოში

წვიმა და უამინდობა მომდევნო დღეებში - როდის გამოიდარებს საქართველოში

დღეს და ხვალ საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც AMBEBi.GE-სგარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა, ხვალ უამინდობაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში, უმეტეს რაიონებში იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია დასავლეთის ძლიერი ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან 17-22მ/წმ.

როგორც წვერავამ აღნიშნა, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებშიც ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ძლიერი- 17-22მ/წმ.

"თბილისში იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ჩრდილოდასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. დღის მეორე ნახევრიდან დროგამოშვებით 17-22 მ/წმ. 12-13 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი შედარებით გაუმჯობესდება, თუმცა, ზოგან მაინც შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, თუმცა ეს არ იქნება ძლიერი", - განაცხადა ნინო წვერავამ.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 14 ივლისს მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიდარებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი