ბარაკ ობამა: "NATO საქართველოს თავდაცვისუნარინობის გაძლიერებაში დაეხმარება"

ბარაკ ობამა: "NATO საქართველოს თავდაცვისუნარინობის გაძლიერებაში დაეხმარება"

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს თავდაცვისუნარინობის გაძლიერებაში დაეხმარება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვარშავის სამიტის შემდეგ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბარაკ ობამას განმარტებით, ნატო სამხრეთის ფლანგის გაძლიერებასაც შეეცდება, ასევე ევროკავშირის მიერ ხმელთაშუა ზღვაზე დაგეგმილ ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიზნად ისახავს კონტრაბანდისტების შეჩერებას.

ვაშინგტონი და ნატო დახმარებას ჩრდილოეთ აფრიკისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებსაც ჰპირდებიან, რომლებიც ტერორიზმთან გამკლავებას ცდილობენ.

პოლონეთის დედაქალაქში ნატოს სამიტი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ალიანსის მომავალი სამიტი ბრიუსელშია ჩანიშნული.

"მოღალატეობრივი პოლიტიკა ვერასდროს დაიმკვიდრებს თავს...საკუთარი ხელით ჩამოვხსნი ამ ბანერებს", - აჭარაში "პატრიოტთა ალიანსის" ბანერი ჩამოხნეს

"შმატრიოტები" - რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში" "პატრიოტთა ალიანსზე", რომლის საარჩევნო ბანერზეც აჭარა ოკუპირებული რეგიონების მსგავსადაა მონიშნული

"სევდის მომგვრელია, როცა მაღალი რანგის ჩინოვნიკები "მიჰა ჰამოდის" ფრაზეოლოგიით იწყებენ "ტინგიცს" და ხელისუფლობანას თამაშობენ" - გია ხუხაშვილი