აქცია პროსტიტუციის წინააღმდეგ - გოგოლის ქუჩის ბინადრები შსს-სგან მკაცრ რეაგირებას ითხოვენ

აქცია პროსტიტუციის წინააღმდეგ - გოგოლის ქუჩის ბინადრები შსს-სგან მკაცრ რეაგირებას ითხოვენ

სადგურის მოედნის მიმდებარედ, გოგოლის ქუჩის მცხოვრებლებმა პროსტიტუციის წინააღმდეგ აქცია გამართეს. ისინი გოგოლის ქუჩაზე არსებულ მდგომარეობას აპროტესტებდნენ.

როგორც მოსახლეობამ AMBEBI.GE-სთან საუბარში განაცხადა, გოგოლის ქუჩა და გოგოლის ქუჩაზე არსებული სასტუმროები გადაქცეულია საროსკიპოებად, "ღამით იქ თავს იყრის მთვრალი ხალხი, რომლებიც ხშირად ჩხუბობენ და ადგილობრივ მცხოვრებლებს მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევენ".

აქციის მონაწილეების თქმით, ასეთი ვითარება ამ ქუჩაზე დაახლოებით 25 წელია, რაც გრძელდება, თუმცა სამართალდამცველ უწყებებს რეაგირება არასდროს მოუხდენიათ. მოსახლეობა საპატრულო პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთკვირიან ვადას აძლევს გოგოლის ქუჩაზე პრობლემის მოსაგვარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციები უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს.

საპროტესტო აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ხალხის ხმის" ხელმძღვანელი ნიკა მემანიშვილი დააკავეს. ის ერთ-ერთი სასტუმროს წინ საღებავით ცდილობდა წარწერის გაკეთებას, რა დროსაც პატრულმა დააკავა. როგორც პატრულმა მემანიშვილს დაკავებამდე განუმარტა, იგი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით, რაც იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.

გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე ასევე იმყოფებოდა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი