დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე, შპს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" წყალგამტარი მილის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 11 ივლისის 17:00 საათიდან 12 ივლისის 05:30 საათამდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით გადაადგილება განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი