"დაინჰოლში" ჟურნალ "სითიმენის" პრეზენტაცია გაიმართა

"დაინჰოლში" ჟურნალ "სითიმენის" პრეზენტაცია გაიმართა

რესტორან "დაინჰოლი" ჟურნალ "სითიმენის" (CITYMEN) პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ჟურნალის დამფუძნებლებმა ზვიად კორძაძემ და ეკა ხოფერიამ უმასპინძლეს.

პრეზენტაცია საზეიმოდ აღინიშნა და მას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრნენ. ჟურნალი დატვირთული იქნება მამაკაცებისთვის საინტერესო თემებით.

"დღეს არის მამაკაცების ჟურნალის - "სითიმენის" პრეზენტაცია. ჟურნალი თავისი შინაარსით იქნება მამაკაცებისთვის და გააერთიანებს ისეთ თემებს, როგორიცაა: მოდა, ავტომობილიები, იარაღი, ნადირობა, თევზაობა და ა.შ. იმედი მაქვს, რომ ეს ჟურნალი ნომრიდან ნომრამდე კიდევ უფრო საინტერესო გახდება, მამაკაცები დაელოდებიან მის გამოსვლას და ის მათ მაგიდებზე ერთ-ერთ მთავარ ადგილს დაიკავებს" - განაცხადა კორძაძემ.

ჟურნალი "სითიმენი" 2 თვეში ერთხელ გამოვა. უკვე გამოსულია ივნის-ივლისის ნომერი, რომლის შეძენა მკითხველს უკვე შეუძლია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი