"ინტერპრესნიუსი" ხვალ ორი ახალი პროექტის პრეზენტაციას გამართავს

"ინტერპრესნიუსი" ხვალ ორი ახალი პროექტის პრეზენტაციას გამართავს

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ხვალ, 13 ივლისს, ორი ახალი პროექტის პრეზენტაციას გამართავს. დაგეგმილია "ინტერპრესნიუსის" მობილური აპლიკაციისა და საარჩევნო გვერდის წარდგენა.

"ინტერპრესნიუსის" მობილური აპლიკაცია მკითხველს აძლევს შესაძლებლობას, არა მხოლოდ გაეცნოს სააგენტოს სიახლეებს, არამედ შეეძლება გამოიწეროს მისთვის საინტერესო სიახლეები და მიიღოს შეტყობინების სახით, შეცვალოს რუბრიკების თანმიმდევრობა შეხედულებისამებრ, გაეცნოს სააგენტოს ფოტო და ვიდეოგალერეებს.

ამასთან, "ინტერპრესნიუსის" აპლიკაციაში ინტეგრირებულია ბიზნეს პორტალი bpn.ge და შესაძლებელია ტელეკომპანია Palitranews-ის პირდაპირი ეთერის ყურებაც.

რაც შეეხება საარჩევნო გვერდს, "არჩევნები 2016"-ზე განთავსდება ინფორმაცია პარტიების შესახებ, მათი საარჩევნო პროგრამები და სიები.

ასევე სიახლეები პოლიტიკური პარტიების ყოველდღიური აქტივობების შესახებ, რაც მკითხველს მისცემს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში გაეცნოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას.

პროექტების პრეზენტაცია ხვალ, 18:00 საათზე, ტექნოპარკში გაიმართება. ღონისძიებაზე პოლიტიკური, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არიან მიწვეულნი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი