თბილისის ზღვაში დაკარგულ მოზარდს ეძებენ

თბილისის ზღვაში დაკარგულ მოზარდს ეძებენ

თბილისის ზღვაში მყვინთავების ჯგუფი დაკარგულ მოზარდს ეძებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მოზარდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება მათთან გუშინ, 16:00 საათისთვის შევიდა. სამძებრო სამუშაოებიც სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო, რომელიც დღეს დილიდან განახლდა.

დაკარგულს მყვინთავების 7 კაციანი ჯგუფი ეძებს.

სააგენტოში ვერ საუბრობენ, თუ რა ვითარებაში დაიკარგა მოზარდი. არსებული ინფორმაციით, ის თბილისის ზღვაზე საბანაოდ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

დაკარგული 15-წლამდე ბიჭია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია