ლევან ხურციას ცოლის მშობიარობის დროს გულის წამლები დასჭირდა

ლევან ხურციას ცოლის მშობიარობის დროს გულის წამლები დასჭირდა

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი მთელ ზაფხულს თავის ახალგაჩენილ შვილს დაუთმობს, სექტემბრიდან კი საქმეებს დაუბრუნდება. მარიამის და მსახიობ ლევან ხურციას პირველი საერთო შვილი 9 ივნისს დაიბადა და მას მთელი ოჯახი დიდი სიყვარულით დახვდა, მათ შორის მარიამის უფროსი ბიჭი პირველი ქორწინებიდან, გიორგი, რომელიც დედას სთხოვს, პამპერსის გამოცვლა მასწავლეო.

31 წლის ასაკში შვილის გაჩენა იმ მამაკაცისგან, რომელთანაც თავს ბედნიერად გრძნობს, მარიამისთვის განსხვავებული შეგრძნებაა, ვიდრე წლების წინ პირველი მშობიარობა იყო, თავის ახლანდელ მდგომარეობაზე ის "სარკესთან" გულახდილად საუბრობს.

- მარიამ, როგორ ჩაიარა მშობიარობამ?

- ექიმის გადაწყვეტილებით, უცებ საკიესრო კვეთა გახდა საჭირო, რადგან მშობიარობის ვადა გადაცდენილი იყო. გაუტკივარებით ჩამიტარდა საკეისრო კვეთა. რა თქმა უნდა, მე გონზე ვიყავი, ყველაფერი მესმოდა, ბავშვი მუცლიდან რომ ამოიყვანეს, ტირილი მომინდა, ცრემლები თავისით წამომივიდა, ეს საოცარი შეგრძნება იყო.

- ფოტოები ვნახეთ, ლევანს როგორ ეწვინა გულზე.

- დიახ, მე დამანახეს ბავშვი, შემდეგ გადაიყვანეს და მამას დაუწვინეს გულზე. მთელმა საავადმყოფომ გაიგო, რომ ლევანი ძალიან ნერვიულობდა, ვალერიანის წვეთებს და ვალიდოლს ასმევდნენ.

- თქვენი უფროსი შვილი გიორგი-არბი როგორ შეხვდა ძმის დაბადებას?

- ალექსანდრეს დაბადებამდე გიორგიც ძალიან ნერვიულობდა, ჩემთან უნდოდა ამოსვლა, მაგრამ ზედმეტი სტრესი არ მივაყენეთ და არ ამოვიყვანეთ. როცა ალექსანდრე გაჩნდა, გიორგი პირველად ლევანს ჩაეხუტა, ძალიან გახარებული იყო, გადარეული მოვიდა ჩემთან, ბავშვს ეფერებოდა.

- შეგიძლიათ ის შეგრძნებები შეადაროთ ერთმანეთს, როცა პირველად გიორგის დედა გახდით და ახლა, როცა ალექსანდრე გეყოლათ?

- ორივე შვილის დაბადებისას ძალიან ბედნიერი ვიყავი. უბრალოდ, როცა გიორგი შემეძინა, მეც პატარა ვიყავი, თან ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე, ძალიან გამწარებული ვიყავი, არაადამიანური ტკივილები გადავიტანე, საერთოდ არაფერი მინდოდა. ტკივილები, შინაგანი მდგომარეობა თუ გარე პრობლემები შვილის ყოლის ბედნიერების შეგრძნების საშუალებას არ მაძლევდა. ახლა ალექსანდრეს სრულიად სხვანაირად დავხვდი, ის დიდი სიყვარულის გარემოში დაიბადა.

- სამსახურში გასვლას, აქტიურ მუშაობას როდიდან გეგმავთ?

- როცა ბავშვს სძინავს, პარალელურად ტელეფონით ვმუშაობ. ივლისის ბოლოს სასამართლო პროცესები ისევ მაქვს, აგვისტოში დავისვენებ და სექტემბრიდან უკვე აქტიურად ვიმუშავებ, გარდა ამისა, ახალ სატელევიზიო პროექტებსაც გავაკეთებ, რაღაც გეგმები მაქვს, ოღონდ ჯერ აუცილებლად ფორმაში უნდა ჩავდგე.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი