როგორ ვიზრუნოთ პირადი მონაცემების უსაფრთხოებაზე - შსს-ს 10 რჩევა, რომელიც კიბერ-შეტევისგან დაგიცავთ

როგორ ვიზრუნოთ პირადი მონაცემების უსაფრთხოებაზე  - შსს-ს 10 რჩევა, რომელიც კიბერ-შეტევისგან დაგიცავთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიბერ-დაცულობასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს:

10 რჩევა მომხმარებლებს კიბერ-დაცულობისთვის:

გამოიყენეთ რთული პაროლი:

პაროლის შედგენისას, სასურველია, გამოიყენოთ დიდი და პატარა ასოები, ციფრები და ზოგ შემთხვევაში, სიმბოლოებიც, მაგალითად, 123AbC@45dEf;

არ არის რეკომენდებული საკუთარი სახელის, გვარის, შვილების დაბადების თარიღების ან მსგავსი პირადი მონაცემების მითითება პაროლის სახით; პერიოდულად შეცვალეთ პაროლები;

არ არის რეკომენდებული, თქვენი პაროლი სხვა პირს გადასცეთ.

2. ისარგებლეთ სანდო წყაროებით და არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულზე:

დააკვირდით ბმულებს. თაღლითები იყენებენ ვიზუალურად მიმსგავსებულ ბმულებს, მაგალითად, https://facebook.com და მისი მსგავსი http://facebok.com/ თუკი ვებ-გვერდის ბმული გამოიყურება საეჭვოდ (მაგ. 3223dsd3r0.com), მოერიდეთ მასზე გადასვლას;

ნუ დააჭერთ უცხო ან საეჭვო წერილების ტექსტში მითითებულ ბმულებს.

3. არ გაასაჯაროოთ პირადი ინფორმაცია არც ერთი საკომუნიკაციო საშუალებით:

არ არის რეკომენდებული პერსონალური მონაცემების: პაროლი, პინ-კოდი, საკრედიტო ბარათის მონაცემები - სხვა პიროვნებისთვის გადაცემა. მოერიდეთ საბანკო ბარათის დეტალების გაგზავნას ელფოსტითა და სოციალური ქსელებით;

4. გადაამოწმეთ უსაფრთხოების პარამეტრები და დარწმუნდით, რომ თქვენი პროფილი დაცულია:

ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებისას, ვირტუალურ სივრცეში არსებული უსაფრთხოების პარამეტრების ყველა ველი შევსებული უნდა იყოს სწორი ინფორმაციით, მაგალითად, მითითებული უნდა იყოს აქტიური ტელეფონის ნომერი, აქტიური ალტერნატიული ელ-ფოსტა.

5. კონტაქტი დაამყარეთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც რეალურად იცნობთ:

ვირტუალურ სივრცეში მარტივია ყალბი მომხმარებლის შექმნა. აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს პიროვნების იდენტიფიცირება და ამის შემდეგ - მასთან ურთიერთობის დამყარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, თქვენ პერსონალურ მონაცემებს საფრთხე შეექმნას.

ელექტრონული მიწერ-მოწერით მიღწეული ფინანსური გარიგებების დროს, თანხის გადარიცხვამდე დაუკავშირდით თქვენს პარტნიორს და დეტალურად გადაამოწმეთ მონაცემები - შესაძლოა, თქვენ თაღლითობის მსხვერპლი ხართ.

6. რეგულარულად განაახლეთ ოპერაციული სისტემები:

- ამა თუ იმ ოპერაციული სისტემის თუ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შეთხვევაში, აუცილებლად უნდა მოხდეს მათი სისტემატურად განახლება, რაც პროგრამების გამართულ და დაცულ მუშაობას უზრუნველყოფს.

7. თავი შეიკავეთ "პირატული" პროგრამების / სერვისების გამოყენებისაგან:

- "პირატული" პროგრამების და სერვისების გამოყენების შემთხვევაში, არ ხდება მისი განახლება ოფიციალური წყაროდან და მაღალია რისკი იმისა, რომ დაინსტალირებულ პროგრამაში ჩაშენებული იყო მავნე სახის კოდი, რომელიც საფრთხეს უქმნის, როგორც ოპერაციული სისტემის გამართულ მუშაობას, ასევე თქვენ პირად მონაცემებს.

8. გამოიყენეთ და პერიოდულად განაახლეთ ანტივირუსული პროგრამები:

- ანტივირუსული პროგრამები გარანტიაა იმისა, რომ თქვენი კომპიუტერი მაქსიმალურად იქნება დაცული სხვადასხვა სახის ვირუსული საფრთხისგან. გამოიყენეთ მხოლოდ ლიცენზირებული ანტივირუსული პროგრამები და პერიოდულად, აუცილებლად განაახლეთ.

9. დააზღვიეთ საკრედიტო ბარათები:

- აუცილებელია, მომხმარებლის მიერ დაცული იყოს საკუთარი საბანკო და საკრედიტო ბარათების მონაცემები. დაუშვებელია აღნიშნული მონაცემების სხვა პირისთვის გადაცემა, რათა შემდგომში აცილებული იქნას მატერიალური ზიანი. საკრედიტო ბარათის დაზღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია, საკრედიტო ბარათზე არსებული გარკვეული ოდენობის თანხა ანაზღაურდეს.

10. არ გამოიყენოთ არასანდო, უსახელო, უპაროლო ვაი-ფაი ქსელი:

- უცნობი ვაი-ფაი ქსელის გამოყენების შემთხვევაში, არსებობს იმის ალბათობა, რომ მოხდეს თქვენი პერსონალური მონაცემებისა და პაროლის გასაჯაროება და მესამე პირისთვის გადაცემა, რადგან ბოროტმოქმედები, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ასეთ ხერხს მიმართავენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი