"ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი ონლაინსესხების გამცემი კომპანიების საიტზე არ შეიყვანოთ" - გაფრთხილება მოსახლეობას

"ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი ონლაინსესხების გამცემი კომპანიების საიტზე არ შეიყვანოთ" - გაფრთხილება მოსახლეობას

"საქართველოს ბანკების ასოციაცია" კლიენტებს მოუწოდებს, თავისი ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი ონლაინსესხების გამცემი კომპანიების საიტზე არ შეიყვანონ.

აღნიშნულთან დაკავშირებით "საქართველოს ბანკების ასოციაცია" განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს ბანკების ასოციაცია, ბანკების მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, მოუწოდებს ბანკების კლიენტებს, არავითარ შემთხვევაში არ შეიყვანონ თავისი ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი არა კლიენტის მომსახურე ბანკის საიტზე.

ბოლო დროს დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როცა ონლაინსესხების გამცემი კომპანიები საკუთარ საიტზე სთავაზობენ კლიენტებს მათი მომსახურე ბანკის ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანას. ასეთ საიტზე თქვენი ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანა ნიშნავს ნებაყოფლობით, ამ ინფორმაციის გადაცემას მესამე პირების სასარგებლოდ.

აღნიშნული ქმედებით მომხმარებელი ეთანხმება და თავისი ნებით გადასცემს მისი საბანკო ანგარიშების განკარგვის საშუალებას მესამე მხარეს. ამგვარი სქემით ინფორმაციის გამოყენება არ წარმოადგენს ინტერნეტბანკის მოხმარების დამკვიდრებულ და უსაფრთხო პრაქტიკას.

გვინდა გავაფრთხილოთ ბანკების კლიენტები, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერ არა კლიენტის მომსახურე ბანკის ვებგვერდზე ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანისგან. დააკვირდით address bar-ს, დარწმუნდით, რომ იმყოფებით თქვენი მომსახურე ბანკის საიტზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეიყვანეთ თქვენი, როგორც მომხმარებლის სახელი და პაროლი. ინტერნეტბანკის მონაცემების მესამე მხარისთვის გადაცემა, აძლევს მას უპირობო შესაძლებლობას განახორციელოს არაავტორიზებული ოპერაციები მომხმარებლის ინტერნეტბანკის მეშვეობით", - ნათქვამია "საქართველოს ბანკების ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი