"ისლამურმა სახელმწიფომ" თარხან ბათირაშვილის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა

"ისლამურმა სახელმწიფომ" თარხან ბათირაშვილის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა

დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მედიასაშუალებებმა თარხან ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.

დაჯგუფების მედია სააგენტო "AMAQI" წერს, რომ თარხან ბათირაშვილი რომელიც უფრო ცნობილია, როგორც უმარ ალ-შიშანი, საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა. ისლამისტების ცნობით, თარხან ბათირაშვილი ერაყის ქალაქ მოსულთან მდებარე დასახლებულ პუნქტ შირკატში საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" დაქვემდებარებაში მყოფი საინფორმაციო საშუალებები უმარ ალ-შიშანის დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ.

თარხან ბათირაშვილი საქართველოს მოქალაქე იყო. ის "ისლამური სახელმწიფოსთვის" ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას წარმოადგენდა. ბათირაშვილი ე წ. ომის მინისტრის პოსტს იკავებდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი